Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები უკრაინისთვის ერთიანდებიან

გამოცემა Wine Spectator ღვინის სფეროს იმ განსაკუთრებით ცნობილ წარმომადგენლებზე წერს, ვინც უკრაინისა და უკრაინელი ლტოლვილების მხარს უჭერენ. პანდემიის პერიოდში ღვინისა და რესტორნების ინდუსტრიამ სოლიდარობის მაგალითები მსოფლიოს მასშტაბით აჩვენა, სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen, რომელიც ახლა უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება. მარტში კი ერთ-ერთმა ცნობილმა რესტორანმა City Winery კონცერტი ორგანიზაციისთვის Come Back Alive გამართა, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეხმარება.

ხაზი გაესვა მსოფლიოში ცნობილ ისეთ ღონისძიებას, როგორიც Vinitaly-ს ღვინის ფესტივალია, სადაც უკრაინელთა დასახმარებლად აუქციონი გაიმართა. აუქციონი 11 აპრილსაა დაგეგმილი და 30 ლოტი იტალიური განსაკუთრებით ძვირადღირებული ღვინო გაიყიდება. მათ შორის  Tuscan-ის გამორჩეულ ღვინოებიც იქნება. ღონისძიება იტალიის Sotheby აუქციონთან პარტნიორობით იგეგმება, სადაც ონლაინ დასწრებაც იქნება შესაძლებელი.

ინგლისის ღვინის NFT საზოგადოებამ უკრაინის დასახმარებლად $134,000 შეაგროვა. კომპანია ლონდონში საქმიანობს და ღვინის მოყვარულებს აერთიანებს, ისინი თითოეული გაყიდული ბოთლისთვის ავთენტურ NFT-ს ქმნიან. მარტში უკრაინელთა დასახმარებლად გამართულ აუქციონზე 250-ზე მეტი ბოთლი ღვინო გაიყიდა. შემოსული თანხა ლტოლვილებისთვის განკუთვნილ ფონდში გადაირიცხა. ყველაზე ძვირად ცქრიალა ღვინოები, ბურგუნდი და პიემონტი, გაიყიდა ($10,000).

აუქციონზე გამოტანილი ღვინოების უმეტესობა ორგანიზატორებს ქარხნებმა თავიანთი ინიციატივით გადასცეს, დანარჩენი კი საზოგადოების NFT წევრებმა შეიძინეს. „საოცარი იყო იმის ყურება, თუ როგორ ერთიანდება მსოფლიო უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. აუქციონის მიზანი იმის ჩვენებაცაა, თუ რა ძალა აქვს ღვინოს.“ - ამბობს საზოგადოების ხელმძღვანელი.

„ჩვენ 20 წელზე მეტია უკრაინასთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს და ახლა ლვოვში საქველმოქმედო ღონისძიებას ვაფინანსებთ, ახალგაზრდა მოცეკვავეებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად. ჩვენ ასევე ლვოვის პედიატრიული საავადმყოფოსთვის შევაგროვეთ თანხები“, - ნათქვამია ჟან-ნიკოლას და ნატალი მეოს განცხადებაში, რომლებიც ბურგუნდიაში მეღვინეობას ფლობენ.

Royal Wine Corp., რომელიც კოშერის ღვინოს აწარმოებენ, ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც უკრაინის მხარდაჭერა დაიწყო. ისინი უკრაინული არყის არყის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის მთლიანად დასახმარებლად გადარიცხვას დღემდე აგრძელებენ. უშუალოდ კომპანიამ კი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად $100,000 გადარიცხა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული