Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი კარტოფილი სეზამის მარცვლებით

საჭირო მასალა: 1 კგ. ახალი კარტოფილი, 3-4 ს.კ. სეზამის მარცვლები, 1 კონა ოხრახუში, ზეთი – შესაწვავად, 4-5 კბილი ნიორი, მარილი – გემოვნებით.

საწებლისთვის – 300 მლ. არაჟანი, 2 ს.კ. პირშუშხას საწებელი, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: სეზამის მარცვლები მოვხალოთ. კარტოფილი კარგად გავრეცხოთ, გავამშრალოთ და შუაზე გავჭრათ. ფორმაში ჩავასხათ ზეთი, შეგ ჩავყაროთ კარტოფილი, მოვაყაროთ მარილი და კარგად ავურიოთ, შემდეგ კარტოფილები ამოვავლოთ მოხალული სეზამის მარცვლებში და ისევ ჩავაბრუნოთ ფორმაში. სასურველია, რომ კარტოფილი მოვათავსოთ ერთ ფენად, ზემოდან მოვაყაროთ თხლად დაჭრილი ნიორი და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში შესაწვავად. როდესაც კარტოფილი შეიწვება, მოვაშოროთ ნივრები, ავურიოთ არაჟანთან და პირშუშხას საწებელთან ერთად, გავუწყოთ მარილი და მზა კერძი ამ საწებელთან ერთად მივიტანოთ სუფრასთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული