Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინიერა - მცირე მარნების ანთოლოგია (125)

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

-ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება და ინტერესი ღვინისადმი დედულეთის დამსახურებაა, მოგეხსენებათ სოფ. კარდენახი ყველასთვის ხარისხიან ღვინოსთან ასოცორდება. კარდენახელებისთვის  ვაზისა და ღვინის დამოკიდებულება კარგად  აქვს გადმოცემული პოეტ იოსებ ნონეშვილს თავის ლექსში-შემოდგომა თბილისში  „ჩემი ღვინო სხვას არ სჯობდეს, მაშ, შემირცხვეს სახელი! კარდენახულ ღვინოს აქებს ბიჭი კარდენახელი. მათთვის ეს ნამდვილად ღირსების საკითხია.  ასეთ გარემო და წარაფში 20 წელით დასვენებული პაპისეული ნავენახარი ადგილების არსებობა პერსპექტივას ქმნიდა ბიო ვენახისა და საბოლოოდ  ნატურალური ქვევრის ღვინის წარმოებისთვის. მამასთან ერთად დაგეგმილი საქმე 2016 წელს უკვე ვენახად იქცა და დღემდე მივყვებით ჩვენს ჩანაფიქრს. 

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- როგორც ცნობილია, სოფელი კარდენახი საქართველოში ერთადერთია, სადაც სამი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო გვხვდება, ჩვენთვის პრიორიტეტული წარაფი და ახუებია. გაშენებული გვაქვს რქაწითელი და  ვფიქრობ წარაფის ცარიელ ადგილებს  მთლიანად რქაწითელით ავითვისებთ, თუმცა ხიხვიც საინტერესოა, მაღალხარისხიან ღვინოს იძლევა. რაც შეეხება წითელ ღვინოს,  მომავალი წლიდან  ახუების მიკროზონის საფერავასაც შევთავაზებთ მომხმარებელს,  რადგან ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მევენახესთან რომელის 4 წლის ვენახსაც უკვე ორი წელია ჩვენი სქემით ვუვლით. 

 - რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს? 

- ნათქვამია ღვინოს ხასიათი მიჰყვებაო, ამიტომ მასთან ყოველთვის  პოზიტიური განწყობითა და კარგი ხასიათით ვურთიერთობთ.

-რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- დღემდე მხოლოდ  წარაფს ვაწარმოებთ. ვფიქრობთ, რომ სწორად მოვლილი ვენახი მაღალხარისხიანი ღვინის დაყენების წინაპირობას წარმოადგენს, ამიტომ ვენახში არ ვიყენებთ ჰერბიციდებს, ბალახს ვთიბავთ და ვაზსაც მხოლოდ კონტაქტური საშუალებებით ვუვლით.  მივყვებით  ქვევრით ღვინის  დაყენების ტრადიციულ წესს.   ჩვენი ღვინო გამოირჩევა მდიდარი არომატით, მაღალი აკლოჰოლის შემცველობით, სხეულიანობით,  ქვევრის არომატითა და მუქი ქარვისფერი შეფერილობით.

- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ? 

- დაწმენდილი ღვინის ქვევრიდან ამოღება და პირველი დაჭაშნიკება განსაკუთრებული სიამოვნებაა.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- ღვინო  პირველად 2021 წელს  ფესტივალზე „ღვინის დღეები“ გავიტანე და მოულოდნელი რაოდენობა გავყიდე. მას შემდეგ ყველა ფესტივალში ვმონაწილეობთ და სოციალური ქსელის შაშუალებითაც ვახდენთ ღვინის რეალზაციას.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- იტალიელი შეფ მზარეული გავიცანი,  რომელიც საქართველოში აკეთებდა სამაგისტრო ნაშრომს ქვევრის ღვინის წარმოებასთან დაკავშირებით,  ჩემი ღვინის დაჭაშნიკების შემდეგ ვთანამშრომლობთ და რომში, მის ღვნინის ბარს ვაწვდი ღვინოს მცირე რაოდენობით.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- სირთულეს წარმოადგენს ვაზის მოვლის საშუალებების ხარისხი, საჭიროა ბუნებრივი ღვინის მეტი პოპულარიზაცია და ღვინის ფალსიფიკატორების მიმართ რეგულაციები.

- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

- მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად მიკროზონა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოდგენ, ასევე საჭიროა ნიადაგის კონტროლი,  ვაზის მოვლის ხარისხიანი საშუალებები და ჰიგიენის მკაცრი  კონტროლი.

- თქვენი აზრით,  რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- მეტი განათლება მევენახეობისა და მეღვინეობის სფეროში, რაც გულისხმობს ჩვენი ტრადიციული მეღვინეობის კარგად გაცნობასა და გაანალიზებას, ასევე თანამედროვე ინდუსტრიის შესწავლას. 

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- ღვინოს თუ აყენებ აუცილებლად გულით უნდა აკეთო ეს საქმე და არ გაჩერდე, მოთმინებაა საჭირო  და შედეგი აუცილებლად პოზიტიური იქნება.

მარნის მისამართი:  კახეთი,  რ. გურჯაანი, სოფ. კარდენახი.

ტელეფონი: +995593600720

ელფოსტა:  nika.papiashvili1991@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი:  Ghviniera/ღვინიერა www.facebook.com/profile.php?id=100086935992066

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული