Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

8 ოქრო და 36 ვერცხლი - Decanter-ის ღვინის კონკურსის შედეგები ცნობილია

Decanter-ის შედეგები ორი დღის წინ გამოვლინდა, წელსაც, ისევე, როგორც გასულ წლებში საქართველომ მონაწილეობა მიიღო და საკმაოდ ბევრი ჯილდოც დაიმსახურა. მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურმა ღვინის კონკურსმა წელს რეკორდი დაამყარა ყველაზე მეტი მონაწილით. 57 ქვეყნიდან დეკანტერზე 18 250 ღვინო შეაფასეს. თუმცა საქმე მხოლოდ მასშტაბებში არაა, სამეტაპიანი კონკურსი ღვინის წამყვანი ექსპერტების მიერ საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. 2023 წელს ჟიური 236 ღვინის ექსპერტისგან შედგებოდა, მათ შორის კი 53 ღვინის ოსტატი და 16 ოსტატი სომელიეა, რომლებიც 30 ქვეყნიდან შეიკრიბნენ. მთლიანობაში გამოვლინდა 50 Best in Show, 125 პლატინის ჯილდო, 705 ოქრო, 5604 ვერცხლი და 8165 ბრინჯაოს მედალი: “ყოველ წელს მთელი მსოფლიო, ღვინის მწარმოებლები, საცალო მოვაჭრეები, ყველა ელოდება როგორ გადანაწილდება ეს ჯილდოები და ჩვენც ყოველ წელს მოულოდნელობებს აღმოვაჩენთ ხოლმე.” - აღნიშნავს თანათავმჯდომარე სარა ჯეინ ევანსი.

Decanter საქართველოზეც წერს: “ერთი პლატინითა და 8 ოქროთი საფერავმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სხვადასხვა სტილის ღვინოებში, მათ შორის არის ლალისფერი, ძალიან არომატული ბადაგონის საფერავი 2021 წლის". 

ისტორიაში პირველად ავსტრალია სიაში პირველ ადგილას მოხვდა 10 Best in Show ჯილდოთი. რეგიონიდან უმაღლესი ჯილდო სამხრეთ ავსტრალიის რეგიონის ღვინოებს მიენიჭა. მთლიანობაში ავსტრალიამ Best in Show ჯილდოების გარდა 5 პლატინა და 25 ოქრო დაიმსახურა. ავსტრალიაში ტასმანიამაც თავისი გრილი კლიმატის რეგიონალური მხარე უფრო უკეთ გამოვლინა. Decanter-ზე ვკითხულობთ, რომ შირაზი და სემილონი განსაკუთრებით გამოირჩეოდა. 

საფრანგეთსა და ესპანეთს რვა Best in Show-ს მედალი მიანიჭეს. მას 7 ამავე კატეგორიის ჯილდოთი იტალია მოჰყვება, რომელიც პლატინის მედლების რაოდენობის გამოირჩეოდა. ესპანეთში განსაკუთრებულად დაჯილდოვდა Baixas, Bierzo-სა და Treixadura-ს რეგიონები. სარა ჯეინ ივენსი, ღვინის მაგისტრი აღნიშნავს: “ესპანეთი, ვფიქრობ, ევროპაში ყველაზე გასაოცარი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა” და ასახელებს Alicante, Calicia და ხმელთაშუა ხღვის სანაპიროებს. რიოხამ 33 მედალი მოიპოვა სამ საუკეთესო კატეგორიაში, მათ შორის 23 ოქრო, შვიდი პლატინა და 2 Best in Show. კატალონიის ცქრიალა ღვინოების შედეგებიც ხარისხის ძალიან საინტერესო ცვლილებაზე მიუთითებს, მათ შორის გამოირჩევა Penedès-ის ცქრიალები, რომელიც მეორე წელია ინარჩუნებს კონკურსის ტოპ 50-ში ადგილს. 

კონკურსის ჯილდოების დათვალიერებისას შეხვდებით ღვინოებს მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის პერუდან, ჩილედან, არგენტინიდან და ჩინეთიდან. საქართველომ “დეკანტერზე” მთლიანობაში 1 პლატინა, 8 ოქრო, 34 ვერცხლი და 65 ბრინჯაო. პლატინა დაიმსახურა “კახური ღვინის მარნის” 2020 წლის მუკუზანმა, რომელსაც ასე ახასიათებენ: “ძალიან ელეგანტური, იისფერი ყვავილოვანი ნოტებითა და მაყვლის, შოკოლადის, თუთისა და თამბაქოს არომატებით ხასიათდება, იგრძნობთ დაფნის ფოთლის, როზმარინისა და ქონდრის სურნელებასაც. მთლიანობაში ძალიან სხეულიანი, სასიამნოვნო და დაბალანსებული ღვინოა” - ვკითხულობთ Decanter-ზე. 

ოქროს მფლობელი ღვინოებია:

“ღვინის ქურდები”, საფერავი, 2021.

“თელავის ღვინის მარანი”, სატრაპეზო მწვანე, 2019.

“ბადაგონი”, ქვევრის ხიხვი, 2020.

“თბილღვინო”, ქვევრის მცვივანი, 2020.

“ქინძმარაულის მარანი”, ყვარელი, 2022

“თბილღვინო”, საფერავი, 2021

“გურემანი”, საფერავი, 2022

“ბადაგონი”, მაესტრო საფერავი, 2021. 

გამარჯვებულთა სრულ სიას შეგიძლიათ Decanter-ზე გაეცნოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.