Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის წვეთის საოცარი ფერები

მეცნიერმა და ფოტოგრაფმა გარი გრინბერგმა საკუთარი ექსპერიმენტით მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ღვინო სინამდვილეში არა კონკრეტულად თეთრი ან წითელი, არამედ ფერადია. გრინბერგმა რამდენიმე სახეობის ღვინის წვეთი მიკროსკოპის მინაზე დააწვეთა და ლინზით დანახული კადრი ფოტოზე აღბეჭდა. ღვინის შემცველი შაქრის ნაწილაკები მიკროსკოპში ნაირფერად აირეკლა და ფოტოებზე საოცარ ფიგურებად აისახა. ღვინის ერთ წვეთში ფერადი ფიგურები და ჭრელაჭრულა ბუმბულები “იმალება”. ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, თითქოს არა ღვინის წვეთს, არამედ წყალქვეშა ფერად სამყაროს ან სულაც უცხოპლანეტელთა ამოუცნობ ქმნილებას უყურებდეს. გარი გრინბერგმა საექსპერიმენტოდ მერლოს, ზინფანდელისა და ბოჟოლეს ღვინოები გამოიყენა. ასეთი ფოტოების გადაღების მიზანი კი ის იყო, რომ მას სურდა ყველასთვის დაენახვებინა - ყოველდღიურ და უფერულ ნივთებს მიღმა საოცარი სილამაზე იმალება. “როდესაც მიკროსკოპის ლინზაში იყურები, ხვდები, რომ ჩვეულებრივ ნივთებს სწორედ რომ არაჩვეულებრივი არსი გააჩნია. როდესაც ღვინის წვეთს ასჯერ ან ათასჯერ ადიდებ და სრულიად ახლებურ სურათს ხედავ, ამით თითქოს ბუნების საიდუმლოს ჰფენ ნათელს. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობ მე,” – განმარტავს ფოტოგრაფი. 33 წლის ასაკში გარი გრინბერგმა ლოს-ანჯელესი დატოვა და ბრიტანეთში გადასახლდა. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში მან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიიღო. 1990-იან წლებში გრინბერგმა შექმნა სამგანზომილებიანი, უმაღლესი სიმკვეთრის მიკროსკოპი და საოცარი ფოტოების გადაღებას შეუდგა. გრინბერგი იღებს არა მხოლოდ ღვინის წვეთებს, არამედ ქვიშას, ხილს, ბოსტნეულს, ყვავილებს და ადამიანის სხეულსაც კი. თავად გრინბერგი საკუთარ საქმიანობას მიკროფოტოგრაფიას უწოდებს. ეს ტერმინი ზუსტად ასახავს ავტორის ინტერესსა და მისწრაფებას ხელოვნებისა და მეცნიერებისადმი.   

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული







StatCounter - Free Web Tracker and Counter