მალხაზ ხარბედია - 14 დეკემბერი, 2011 - 00:29
ჯერ–ჯერობით ამ ტირაჟის ნახევარია დაბეჭდილი, როგორც მე ვიცი.
ელიზბარ თალაკვაძე - 14 დეკემბერი, 2011 - 00:04
დაახლოებით წელიწადნახევარი დაგვჭირდა იმისთვის, რომ 3 ლიტრიანი ბოთლის ჰერმეტულობისთვის მიგვეღწია. ალბათ მანამდე შეგხვდებოდათ დაავადებული ნიმუში.
2009-ს ცოტა აგვიანდება. რაც შეეხება წიგნს მშვენიერი გამოვიდა, მაგრამ სადღაც შემხვდა ტირაჟი - 3000. ეს ძალიან ცოტაა, ალბათ გაცილებით მეტი გაიყიდებოდა.
მომავალ წელს ახლად ამუშავებულ "კარდენახის მარნის" ევროპული ღვინოც გვექნება. პლასტმასის 3 ლიტრიანში უნდა ჩამოვასხათ. სხვანაირად დაგეგმილ ფასს - 1 ლ. 2,5 ლარი ვერ შევინარჩუნებთ.ფალსიფიკატთან ბრძოლა რთული საქმეა.
მალხაზ ხარბედია - 13 დეკემბერი, 2011 - 23:32
თქვენს ღვინოს ყოველთვის სიამოვნებით მივირთმევ, თუკი დაავადებული არაა ხოლმე. სამწუხაროდ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დაავადებული ღვინო შეგვხვდა :( თითოეული შემთხვევა მახსოვს. ბევრს აღარ გავაგრძელებ, იცით ჩემი დამოკიდებულება თქვენი კომპანიის მიმართ და გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს. პლასტმასზე კი არ ღირს ჩემთან ვრცლად საუბარი, მაინც ვერ დამარწმუნებთ :)(ტრანსპორტირებას არ ვგულისხმობ ცხადია, მეც პლასტმასით ჩამომაქვს ხოლმე ღვინო). 2009 როდის ასხამთ? წიგნმა მოაღწია თქვენამდე?
ელიზბარ თალაკვაძე - 13 დეკემბერი, 2011 - 23:19
ხუმრობა იქით იყოს, ორიოდე სიტყვა პლასტმასის თაობაზე. წელს SIMEI-ზე ერთ-ერთ ფრანგულ ფირმას www.wine-and-tools.com წარმოდგენილი ჰქონდა პოლიეთილენის ჭურჭელი ღვინის დასაძველებლად, სხვათაშორის კვერცხის ანუ ქვევრის ფორმის. ისინი ამტკიცებენ, რომ პოლიეთილენის გამტარობა ჟანგბადისთვის დაახლოებით ისეთივეა როგორც მუხის კასრის და შესაბამისად ღვინო ისევე ძველდება, როგორც მუხის კასრში. პირადად მე მომეჩვენა, რომ აფერისტებს არ ჰგავდნენ.
რაც შეეხება პლასტმასს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ შეკვეთილი ღვინის მომხმარებლამდე ტრანსპორტირებისთვის, ეს არის პოლიეთილენტერაფტალატი PET(კომერციული სახელწოდებაა "ლავსანი"), რომელიც იმდენად ინერტულია, რომ მისგან სისხლძარღვთა პროტეზებს ამზადებენ.
თუ ამ ინფორმაციამ ვერ დაგარწმუნათ, ყოველთვის შეგიძლიათ მიირთვათ ჩვენი ღვინო მინის 3 ლიტრიან და 0,75 ბოთლებში.
მალხაზ ხარბედია - 13 დეკემბერი, 2011 - 22:35
ქალბატონო მარიკა, სტატიაში ხაზგასმით წერია: "დღეს საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ 2-დან 5 ლარამდე საფასო კატეგორიის ღვინოს, რომელიც სასიამოვნო დასალევი იქნება"
თითქმის :) აი პლასმასში როცა აღარ ჩაასხამთ ღვინოს, საერთოდ მაგრები იქნებით :) მარიკა თალაკვაძე - 13 დეკემბერი, 2011 - 22:24
ჩვენი "წარაფი" ზუსტად 5 ლარი ღირს 1 ლიტრი.თქვენ გინდათ თქვათ, რომ სასიამოვნო დასალევი არ არის? :}
მარიამი - 13 დეკემბერი, 2011 - 21:50
დიდ სუპერმარკეტებში ყველგანაა, გუდვილშიც, ჯი-მარტებშიც
TESTAROSSA - 13 დეკემბერი, 2011 - 20:59
სვანები, მთიულები, ფშავლები და სხვა მთაში მცხოვრები ქართველები, ახალი წლის წინა დღეებში ბარში ჩადიოდნენ ღვინის საყიდლად - SAM METRIAN TOVLSHI BARSHI ROGOR CHAVIDODNEN? ))))
ელიზბარ თალაკვაძე - 12 დეკემბერი, 2011 - 16:53
არ მესმის რატომ აღიქვამთ ამ სტატიას როგორც ცივ შხაპს. თქვენს დამოკიდებულებას დღევანდელი აფრიკული ცივილიზაციის მიმართ რაიმენაირად განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ პირველი ადამიანები აფრიკაში გაჩნდნენ? ანდა, რომ აღმოჩნდეს, რომ ქაღალდი ეგვიპტელებს არ გამოუგონიათ, ეგვიპტეში დასასვენებლად აღარ წახვალთ?
ისტორიის მიმართ მსგავსი ემოციები კომუნისტებს ახასიათებდათ. რატომღაც ძალიან უნდოდათ, რომ რადიოს გამომგონებელი პოპოვი ყოფილიყო, ორთქმავლისა კი -ჩერეპანოვი. მათ ნუ დავემსგავსებით.
ამასთან ერთად უნდა დაგამშვიდოთ, რომ ეს ავტორი ბოლო ინსტანცია არ გახლავთ და ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ.
რაც შეეხება "ქვევრის აპოლოგეტების არგუმენტებს" მოგახსენებთ, რომ შეიძლება ქვევრის ღვინო მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ იმის გარდა, რომ ის ჩვენთვის, ქართველებისათვის ტრადიციულია და მარტო ამიტომ იმსახურებს ჩვენგან შესაბამის დამოკიდებულებას, კიდევ იმით არის საინტერესო, თუნდაც მარკეტინგული თვალსაზრისით, რომ ის გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ი ა დედამიწის ზურგზე წარმოებული ყველა სხვა ღვინისგან.
ქვევრის ღვინის მოყვარული ვარო ბრძანებთ და განა არსებობს სიყვარულზე უფრო დიდი არგუმენტი?
ირაკლი ჯიჯავაძე - 12 დეკემბერი, 2011 - 10:41
კარგია ეგეთი "ცივი შხაპები", თორემ თვით ქვევრის, ქვევრის ღვინის გაიდეალება და მის ირგვლივ ისტერიკაც კი იყო დაწყებული , გაგიკვირდებათ და "ხარებამაც" კი ჩამოასხა "ქვევრის" ღვინო :)
აი ახლა, ამ სტატიის შემდეგ კი მართლა საინტერესოა ქვევრის აპოლოგეტების არგუმენტები (დასაბუთებული რათმაუნდა და არა სადღეგრძელოს სტილით ნათქვამი.)
მეც ქვევრის ღვინოს მოყვარული ვარ