Home
ქართული | English

მულტიმედია

ნატურალური ხილის არაყი

სულ მალე გაიმართება ცნობილი ამერიკული კომპანია Skyy Spirits-ის ახალი  ბრენდის - Skyy Infusions  პრეზენტაცია. როგორც მწარმოებლებმა აღნიშნეს, არაყი წარმოდგენილი იქნება ხუთი სხვადასხვა ნატურალური ხილის სახით: ციტრუსი, მარაკუია, ალუბალი, ჟოლო და ყურძენი.

"100% ნატურალური პროდუქტი - ეს არის თანამედროვე მომხმარებლის უმთავრესი მოთხოვნა, - განაცხადა Skyy Spirits-ის მენეჯერმა კირსტენ ვან სიკლმა, - ჩვენი ამოცანა იყო შეგვექმნა რაღაც განსაკუთრებული, ის რაც აქამდე არ არის წარმოდგენილი."

ახალი პროდუქტის გამოშვებით კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს მდგომარეობას ადგილობრივ ბაზარზე. ამჟამად, აშშ-ში მას მხოლოდ მეოთხე ადგილი უკავია ცნობილი კომპანიების Smirnoff, Absolut და Grey Goose-ის შემდეგ.

2007 წელს აშშ-ში 2,5 მლნ. ყუთი არაყი Skyy გაიყიდა.

ამერიკული კომპანია Skyy Spirits 1992 წელს მორის კამბარმა დააფუძნა. მთავარი აქციონერია - კამპარი ჯგუფი (Campari Group).   

 

© „მარანი“

თემა:

არქივი

სექტემბერი 2010
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123

გამოკითხვა

რომელი ტიპის მშრალ თეთრ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?: