Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„OriGin-საქართველო“ მუშაობას იწყებს

საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ადგილწარმოშობის დასახელებისა და ზოგადად, გეოგრაფიული აღნიშვნის თემატიკა. ბოლო წლებში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი დასახელებების დასაცავად და მისი ეფექტურობის დასახვეწად. ერთ–ერთი ნაბიჯია საქპატენტისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული „OriGin -საქართველო“, რომელიც გლობალური ალიანსის, „OriGin“-ის მონაწილე გახდა და საქმიანობას მისი ლოგოთი გააგრძელებს. სალიცენზიო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი 28 ოქტომბერს შედგა თბილისში მიმდინარე კონფერენციის, „ბრენდინგის სტრატეგიების“ ფარგლებში.

„OriGin“-ი არის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე და მისი დახმარებით „OriGin საქართველო“ საქართველოში მოქმედ მეწარმეებს დაეხმარება პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების გამოვლენაში და მათი მახასიათებლების დადგენაში შემდგომი რეგისტრაციის მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. თანამშრომლობა ითვალისწინებს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას საერთაშორისო გამოფენებში და ბაზრობებში მონაწილეობაზე.

ახლო მომავალში უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ „OriGin–საქართველოს“ გეგმებისა და სტრატეგიების შესახებ, რომელიც ძალზე აქტუალური უნდა იყოს ჩვენი გეოგრაფიული დასახელებების დაცვისა და ფასეულობების უკეთ ჩამოყალიბების თვალსაზრისით. განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ უკვე მთელი რიგი ახალი დასახელებების მახასიათებლების დადგენაზე მიდის საუბარი სხვადასხვა პროდუქტთან მიმართებაში (ღვინის სავარაუდო ახალ ადგილწარმოშობებს შორის შეიძლება მოვხდეს ხაშმის საფერავი, მუხრანის ჩინური, ოყურეშის უსახელოური და სხვ.), თანაც ქართული ღვინის რამდენიმე ადგილწარმოშობა აშკარად მოითხოვს უფრო მეტ გარკვეულობას და რაც მთავარია, გამოცოცხლებას (მაგალითად, სხვა ადგილწარმოშობებთან შედარებით პასიურია – ატენი, სვირი, კარდანახი, ასევე მხოლოდ ერთი–ორი კომპანია აწარმოებს გურჯაანს და ვაზისუბანს, ასევე კოტეხს, ტიბაანსა და თელიანს).

შეგახსენებთ, ამჟამად საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან 40-ზე მეტი (ღვინო, მინერალური წყალი, ყველი და სხვ.) რეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის დიდი ნაწილი ქართული ბაზრის გარდა, ექსპორტზეც გადის. აუცილებელია აქტიურად ამუშავდეს გეოგრაფიული აღნიშვნები და დახვეწოს, ეს კი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონალურ განვითარებაში, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, შეამცირებს რეგიონებიდან სამუშაო ძალის გადინებას, გაზრდის რეგიონის ცნობადობას და ხელს შეუწყობს აგრარული ტურიზმის განვითარებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეგიონალური, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტი ადგილზე უფრო გემრიელია.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული