Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჟურნალ “მადიანის” სარედაქციო ჯგუფის განცხადება

ჟურნალ “მადიანის” სარედაქციო ჯგუფსა და ერთ-ერთ დამფუძნებელს, მამუკა ჩიხლაძეს შორის მომხდარი უთანხმოების გამო, რაც გამოიხატებოდა თანამშრომლებთან ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევაში, ჩვენ, ჟურნალ “მადიანის” გუნდმა ივნისის თვეში მიზანშეწონილად მივიჩნიეთ დროებით საერთოდ უარი გვეთქვა ერთ-ერთ დამფუძნებელთან, მამუკა ჩიხლაძესთან თანამშრომლობაზე და კატეგორიულად ავუკრძალეთ ჩვენი ტექსტური თუ ფოტო მასალების გამოყენება საქმის ვითარებაში გარკვევამდე. მიუხედავად ამისა, მან ბოროტად გამოიყენა შექმნილი სიტუაცია და ავტორების სურვილის საწინააღმდეგოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებების დარღვევით, მიითვისა და ჟურნალის მეორე ნომერში დაბეჭდა ის მასალები, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში მოამზადა სარედაქციო ჯგუფმა. გამომცემლების ნაწილმა და ჟურნალის რედაქციის წევრებმა არაერთხელ გააფრთხილეს მამუკა ჩიხლაძე, რომ ჯგუფი უარს აცხადებდა თავიანთი მასალების გამოქვეყნებაზე, მაგრამ ამის მიუხედავად, მან ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება და მაინც დაბეჭდა ჟურნალი.

ჟურნალ "მადიანის" სარედაქციო ჯგუფი საზოგადოებასა და კომერციულ ორგანიზაციებს აცნობებს, რომ “მადიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ჩიხლაძე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით კვლავ აგრძელებს საქმიანობას და სხვადასხვა კერძო კომპანიებთან, რეკლამის მოზიდვის მიზნით, იყენებს სარედაქციო ჯგუფის წევრების ავტორიტეტს. გვინდა, ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ იცოდეს, რომ ჟურნალ "მადიანის" რედაქცია სრულად ემიჯნება გამომცემელ მამუკა ჩიხლაძეს.
 
უნებართვოდ, საავტორო უფლებების დარღვევით გამოყენებული ინტელექტუალური შრომის ღირებულების ანაზღაურებისა და მიყენებული მორალური ზიანის კომპენსაციის მოთხოვნით სარედაქციო ჯგუფი უახლოეს ხანში მიმართავს სასამართლოს.
 
პაატა თოთაძე
ჟურნალ ”მადიანის” დამფუძნებელი
 
ლაშა წიკლაური
ჟურნალ ”მადიანის” დამფუძნებელი
 
მალხაზ ხარბედია
ჟურნალ ”მადიანის” მთავარი რედაქტორი
 
ნანა კობაიძე
ჟურნალ ”მადიანის” მთავარი რედაქტორის მოადგილე
 
ლიზი მარკოიშვილი
ჟურნალ ”მადიანის” ფოტოგრაფი
 
ნინო ყაველაშვილი
კომპიუტერული უზრუნველყოფა
 
ავტორები:
 
ალეკო ცქიტიშვილი
 
თემურ კობახიძე
 
ანა კორძაია-სამადაშვილი
 
იგორ პომერანცევი
რადიო “თავისუფლება”
 
სოლომონ ცაიშვილი
“თავად მაყაშვილის მარანი”
 
ქეთი ადეიშვილი
 
ნინო ფანჯაკიძე
 
ლევან სეფისკვერაძე
 
ბელა ჩეკურიშვილი
 
შორენა ციცაგი
 
გიგო მესხიშვილი
 
ნინო ხუტურიძე
 
ლევან ბეჟანიძე
 
მათე კრავეიშვილი
 
თამარ ბაბუაძე
 
სარედაქციო ჯგუფის ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ ჟურნალ “მადიანის” ექსპერტები:
 
ანა გოდაბრელიძე
სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე
 
ლადო უზუნაშვილი
ენოლოგი, კომპანია “შატო მუხრანი”
 
დავით ჩიჩუა
ენოლოგი, კომპანია “ხარება”
 
გიორგი სამანიშვილი
ენოლოგი, კომპანია “ტფილისის მარანი”
 
დავით მაჭავარიანი
ენოლოგი, “დუგლაძეები”
 
შალვა ხეცურიანი
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი
 
გიორგი ბარისაშვილი
“ელკანას” მევენახეობა-მეღვინეობის დარგის კონსულტანტი
 
დავით თამარაშვილი
ენოლოგი, გაზეთ “ქვევრის” გამომცემელი
 
მაგდა სურგულაძე
რესტორან “ქალაქურის” სომელიე
 
მიხეილ მესხი
ენოლოგი, კომპანია “მილდიანი”
 


ძალიან სამწუხარო ფაქტია. მოუთმენლად ველოდი ახალი ნომრის გამოსვლას, მაგრამ ეს მეორე ნომერი ძალიან უინტერესო და უხარისხო აღმოჩნდა. განცვიფრებული დავრჩი პირველი გვერდებით, მდარე დონის სტატია და ორ გვერდზე გაშლილი უხარისხო ფოტო - რედაქტორის სვეტის მაგივრად. არადა ჟურნალი რედაქტორის სვეტის გარეშე ხომ იგივეა, რაც ლოკოკინების კერძი ჭიქა თეთრი ღვინის გარეშე...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული