Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინიდან ლუდზე

მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანია, ჩილეური  Vina Concha Y Toro – მალე ლუდის ხარშვას დაიწყებს. მიღწეულია მხარეთა შეთანხმება ჩილეური ლუდსახარშის Cerveceria Kross–ის 40% წილის შესყიდვის თაობაზე. მანამდე, წლების განმავლობაში, კომპანია ლუდსახარშის პროდუქციის დისტრიბუციას ეწეოდა და ამ სფეროში საკმაო გამოცდილებაც აქვს. ღვინის საწარმოს გადაწყვეტილი აქვს სერიოზულად ჩაერთოს პრემიალური კლასის ლუდის წარმოებაში, რომლის ზრდის პოტენციალიც იმედისმომცემია და თავი დაიმკვიდროს ამ ბაზარზე. 2009 წელს კომპანია Vina Concha Y Toro-მ 28 მილიონი ყუთი ღვინო ჩამოასხა, რამაც თანხობრივად 643 მილიონი დოლარი შეადგინა. Cerveceria Kross-ის საქონელბრუნვა კი გასულ წელს 1,6 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა (Vina Concha Y Toro-ს გაყიდვების 0,2%). ამდენად, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ამ გარიგებამ საეჭვოა, რამე ძირეულად შეცვალოს და სერიოზული გავლენა მოახდინოს Vina Concha Y Toro-ს მომავალზე.

 © ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული