Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობა იმერეთის მარგალიტი, მცირე მარნების ანთოლოგია (66)

როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარნის დაარსება 2018 წელს გადავწყვიტეთ. მთავარი მიზეზი ვაზისა და ღვინის დიდი სიყვარული, ჩვენი კუთხის, იმერეთის, ქვეყნისა და მსოფლიოსთვის უკეთ გაცნობა იყო.  ამის საშუალება აქამდეც გვქონდა, იმედია მომავალშიც მოგვეცემა.

ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

გაშენებული გვაქვს კრახუნა, ციცქა, ცოლიკოური, ოცხანური საფერე და ოჯალეში. გვაქვს მიწები, სადაც ვგეგმავთ ძველი იმერული ჯიშის (საკოლექციო) ყურძნის გაშენებას.

რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ჩვენ ვაწარმოებთ: „ბრწყინვალე სამეული“ - კრახუნა, ციცქა, ცოლიკოური; „არქიული“ - კრახუნა, ციცქა, „შაშვის ცრემლები“ - ოცხანური საფერე, „ალერსი“ - ციცქა, „ცოლიკოური“, „ოჯალეში“, „გაზაფხული“ - რქაწითელი, ციცქა, „როზე“ - ოცხანური საფერე.

გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

თბილისში ახალ აღმაშენებელზე მდებარე ღვინის მაღაზიასთან, ბათუმში რესტორანი “U OLLI”, რესტორანი „თავადური“, ბარი „შარდენზე“, „ათიანი“ ბარი.

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ჩვენი ღვინო იყიდება ამერიკაში, მინესოტას შტატი, ქალაქი მინეაპოლისი.

რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

კარგი ღვინის წარმოებას ფალსიფიცირება ხელს უშლის, საჭიროა მეტი კონტროლი მთავრობისა და კომპეტენტური ორგანოების მხრიდან.

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

მნიშვნელოვანია მეღვინეებში ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლება.

რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

სწორად შეარჩიონ სავენახე მიწები. ასევე,  ყურძნის ჯიშებიც, რომელთა გაშენებას ან მათგან ღვინის დაყენებას აპირებენ. ვურჩევდი ამ სფეროში ცოდნის გაღრმავებას, ტრენინგების, ლიტერატურისა და ინფორმაციის საშუალებით.

 

მარნის მისამართი: იმერეთი, ზესტაფონი, სოფელი კვალითი

ტელეფონი: 599 08 07 13; 597 02 04 04

ელფოსტა: imeretismargaliti@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: იმერეთის მარგალიტი/Pearl of Imereti            

   საიტი www.imeretismargaliti.ge მზადების პროცესშია.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.