Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზი კიტრით


საჭირო მასალა: 500 გ. კიტრი, 1 თავი ხახვი, 600 გ. ზუთხის ფილე, 2 ს.კ. ზეთი, 300 მლ. თევზის ბულიონი, 100 მლ. მშრალი თეთრი ღვინო, 1 კონა კამა, 1 ლიმონის წვენი და ცედრა, 150 გ. სქელი ნაღები, 1 ს.კ. მდოგვი, 1 ს.კ. სახამებელი, მარილი, წიწაკა, შაქარი – გემოვნებით.
მომზადება: ხახვი და კიტრი დავჭრათ. თევზი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და გახურებულ, ზეთდასხმულ ტაფაში შევაწითლოთ. ბულიონში ავურიოთ ღვინო და 10 წუთით დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე, რომ ალკოჰოლი ამოვიდეს. კამა დავჭრათ წვრილად და ლიმნის ცედრასთან ერთად მოვაყაროთ შემწვარ თევზს, მოვათავსოთ ღრმა, სქელძირიან ტაფაში და დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე 4-5 წუთით. ნაღები და მდოგვი შევურიოთ ბულიონს და დავდგათ ცეცლხზე, თან ვურიოთ, რომ არ აიჭრას. როცა წამოდუღდება, შევურიოთ 2 ს.კ. ცივ წყალში გახსნილი სახამებელი და კიდევ 1-2 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. ცალკე ტაფაში მოვშუშოთ კიტრი და ხახვი, შევანელოთ მარილით, პილპილით და კიდევ 1-2 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე. სუფრაზე მიტანის წინ თევზს მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ მოუშუშული კიტრი. სურივლისამებრ შეგვიძლია მოვაყაროთ ახლად დაჭრილი კამაც.
© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული