გამოქვეყნებულია: 13 მარტი, 2025 - 09:10
სტილი: ქვევრის ქარვისფერი ღვინო, 6 თვე ჭაჭაზე დავარგებული
ადგილი: კახეთი, ახმეტა, ვანაანი
ჯიში: მცვივანი კახური
ალკოჰოლი: 13,5%
ფერი: ქარვისფერი
სურნელი: მოტკბო პირველი არომატები აქვს, სადაც ხურმისა და ბანანის ჩირის ტონენაბთან ერთად ჩაის სურნელსაც იგრძნობთ.
გემო: სასიამოვნო ტანინებისა და მჟავიანობის მქონე სხეულიანი ღვინოა, ხანგრძლივი დაბოლოებით.
კერძი: საუკეთესოა ხაშლამაზე მისაყოლებლად, ჩაქაფულისთვის, ღორის მწვადთან.
მიტანის ტემპერატურა: 12–14°
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი