ხულიო ალონსო Wines of Chile-ს აღმასრულებელი დირექტორი 2019 წლიდან არის. განათლებით ადვოკატია, სამართალი ისწავლა ბოსტონის უნივერიტეტსა და ევროპულ საერთაშორისო უნივერსიტეტში. როგორც ის ყვება, ჩილეს მთავარი მიზანი 2025 წლისთვის მსოფლიოს წამყვან ღვინის რეგიონად ქცევაა. ინტერვიუს Sommeliers choise awards-ზე ვკითხულობთ, სადაც პირველ რიგში ხულიო საუბრობს იმაზე, თუ როგორ დაიწყო Wines of Chiles წამოწყება.
- მოგვიყევით wines of Chile-ს ისტორიაზე, მიზანსა და თქვენს როლზე ამ ორგანიზაციაში.
- Wines of Chile ჩილეს ღვინის მწარმოებლების ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც ჩილეს ღვინის ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ეს ორგანიზაცია 1919 წელს ჩამოყალიბდა და ძირითადად მოიცავს კვლევებს, განვითარებას, მეღვინეების დახმარებას, ხელშეწყობას და ა.შ. WOC-ში 100-ზე მეტ ღვინის მწარმოებელს აერთიანებს 85%-ზე მეტი ღვინის ექსპორტით. იყო დრო, როცა ორგანიზაციაში რამდენიმე მსხვილი ღვინის კომპანია იყო წამყვანი, თუმცა დღევანდელ დღეს საშუალო და მცირე მარნების გაერთიანებაა ჩვენი ძირითადი იდეა. მე ვეხმარები ჩილეს მარნებს რამდენიმე ქვეყანაში, აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ვაჭრობის სტრატეგიების დაგეგმვის კუთით, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ მარკეტინგული კამპანია და საკომუნიკაცია გეგმა.
- რა სტრატეგიული ხედვა აქვს ჩილეს ღვინის გლობალურ ბაზარზე?
- ჩილეში 480 წლიანი მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია არსებობს. აქ აღვნიშნავთ "ღვინის დღესაც", როდესაც 1545 წელს გაიგზავნა ევროპაში წერილი, სადაც ხაზგასმული იყო მეღვინეობის უნიკალური პირობები ჩილეს მიწებზე. დღეს 96 ვაზის ჯიშს ვაწარმოებთ და გვაქვს 17-ზე მეტი რეგიონი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მშრალი უდაბნოდან (atacama) პადაგონიის ყინულოვან პეიზაჟებამდეა გადაჭიმული. ჩილე დიდი კონკურენტია ნებისმიერი ევროპული ქვეყნისა, სადაც შეუდარებელი ტერუარები და ღვინის დიდი მრავალფეროვნებაა. ჩემი აზრით, ჩილეს ღვინის შესახებ მცდარი წარმოდგენები რაღაცის მიზეზითაა განპირობებული, განათლების ნაკლებობის გამო ბევრმა არ იცის ჩილეს ღვინის უნიკალურობის შესახებ. ჩვენი მევენახეობის მემკვიდრეობა ღრმად არის ფესვგადგმული ჩილეს ყოველი მეღვინის სულში და მე მჯერა, რომ სათანადო ნაბიჯებითა და მუშაობიი ჩილეს უნიკალური წვლილი ღვინის სამყაროში კიდევ უფრო მეტად დაფასდება.
- ჩილეს ძალიან დიდი კომპანიები და მცირე ღვინის მწარმოებლები ჰყავს. რა შესაძლებლობებს უქმნის დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ღვინის ბაზრები ჩილეს მწარმოებლებს? რამდენად მნიშვნელოვანია ბაზრის სეგმენტი ექსპორტის განხილვისას?
- ჩვენ ამჟამად მე-4 უმხსვილესი ღვინის ექსპორტიორი ქვეყანა ვართ, რაც ნიშნავს, რომ "ახალი სამყაროს" ღვინის წამყვანი ქვეყნის სახელს ვინარჩუნებთ. ჩილეს ისტორია ღვინის ექსპორტის მიმართულებით დაიწყო პარიზის მსოფლიო გამოფენაზე 1889 წელს საერთაშორისო აღიარებით. მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად, შეიძლება ითქვას, ცოტა რთული ადგილია, გამოვიყენეთ გამოცდილება და ექსპორტის კუთხით ძალიან გაამართლა ბევრმა ინიციატივამ, რასაც სულ მივყვებით და ძალიან კარგი შედეგებიც გვაქვს.
ჩვენი წარმატება ღვინის განსაკუთრებულ ხარისხშია. განვითარებადი ბაზრების ფონზე ჩვენ ადავპტირდით და ახალი ტერიტორიებისკენ გავეშურეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ ექსპორტი განვითარებად ბაზრებზე, როგორიცაა მექსიკა და ინდოეთი, ამავდროულად შევინარჩუნეთ ძლიერი საყრდენი, ტრადიციული ბაზრები აშშ-სა და კანადაში. ჩვენი მიდგომა მოიცავს სტრატეგიულ თანამშრომლობას მწარმოებლებთან და საერთო სავაჭრო ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ჩილეს მიმართ ინტერესს გამოხატავს. მიღწევები, რომლებსაც დღეს აღვნიშნავთ, წლების განმავლობაში სიღრმისეული ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის კულმინაციაა.
- რა გამოწვევებს ვარაუდობთ ჩილეს ღვინის მწარმოებლებისთვის უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში? კლიმატის ცვლილება? წარმოების ღირებულება თუ ცვალებადი ბაზარი ღვინის მოხმარების კლების გამო?
- მე მჯერა, რომ თანამედროვე სამყაროს სათავეში უდგას ინოვაციები ღვინის ინდუსტრიაში და ეს არის ის, რისი მთავარი დასტურიც უნდა იყოს ჩვენი ახალი მომხმარებელი. ჩვენ მოვუწოდებთ ენთუზიასტებს აირჩიონ ღვინო, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი სამრეწველო ალტერნატივების ნაცვლად. მთავარია, თანამედროვეობას ფეხი ავუწყოთ და მომხმარებელი კიდევ უფრო მეტად მოვიზიდოთ.
ჩვენს სტატიაში ჩილეს ღვინის წარმოებასა და ექსპორტს უფრო ვრცლად გაეცნობით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი