Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩილეს ღვინის წარმოება და ექსპორტი

ჩილე სამხრეთ ამერიკის ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწარმოებელი ქვეყანაა. ბევრისთვის ასოცირდება წითელ ღვინოებთან, რომლებიც საკმაოდ მაღალი ხარისხითა და ფასებით გამოირჩევა. 

ყველაზე ცნობილი საექსპორტო ღვინოებია კაბერნე სოვინიონი და მერლო, თუმცა მათი საფირმო ვაზის ჯიშია კარმენერი, რომელიც ოდესღაც ბორდოში ძალიან გარვცელებული იყო. Wine Searcher-ზე ვკითხულობთ, რომ მე-19 საუკუნეში ფილოქსერას გავრცელების შემდეგ ევროპაში ეს ჯიში გადაშენდა, თუმცა 1990-იან წლებში ჩილეში ხელახლა აღმოაჩინეს. ძალიან შთამბეჭდავია ჩილეს პინო ნუარი და ასევე შირაზი, რომელიც თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ჩილეში წითელი საღვინე ყურძნის ჯიშებიდან გამორჩეულია პედი ვერდო, კაბერნე ფრანკი და მალბეკიც. თეთრი ღვინის შემთხვევაში წამყვანი როლი შარდონეს უჭირავს, რომელიც მრავალ განსხვავებულ მიკროკლიმატში ხარობს, პოპულარულია ასევე ვიონიერი, რისლინგი და სემილონი, თუმცა სოვიონიონ ბლანთან შედარებით უფრო მცირე მასშტაბებზე მოჰყავთ. 

შორეულ წარსულში, როდესაც ჩილე ესპანეთის კოლონია იყო, ღვინის წარმოებაზე გადასახადი დაწესდა, რამაც ღვინის საწარმოები მასობრივად შეზღუდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ სუვერენიტეტი გამოაცხადა, ღვინის ინდუსტრიამ აყვავება დაიწყო. ოკეანესთან სიახლოვემ, ხელსაყრელმა კლიმატმა და ნიადაგმა კი ვაზის ჯიშები დავაადებებისადმი ბევრად მდგრადი გახადა, ამან კი ჩილეს ღვინის პოპულარობის მკვეთ ზრდას შეუწყო ხელი. 

ჩილე 4300 კილომეტრზეა გადაჭიმული, მდებარეობა ძალიან ხელსაყრელია მევენახეობისთვის. წყნარ ოკეანეს გამაგრილებელი ნიავი მოაქვს სანაპირო ვენახებისთვის ისეთ რეგიონებში, როგორიცაა კასაბლანკა და ლიმარის ხეობა. ჩილეს ცენტრალურ ველი კი შედარებით თბილი და მშრალია. ქვეყნის აღმოსავლეთით, ანდების მთისწინეთში, მდინარეები კიდევ უფრო განსხვავებულ ტერუარს ქმნის. ერთ მხარეს წყნარი ოკეანე და მეორე მხარეს ანდების ბარიები ჩილეს ფილოქსერასგანაც იცავს. მე-20 საუკუნის განმავლობაში ჩილეს ღვინო შემოიფარგლებოდა შიდა ბაზრით, მაგრამ ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად საუკუნის მეორე ნახევარში საერთაშორისო ბაზარიც აითვისეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩილელი მეღვინეები ტრადიციულად იყენებდნენ წიფლის ხისგან დამზადებულ ავზებსა და კასრებს, 1980-იან წლებში შემოიღეს უჟანგავი ფოლადის ავზები და მუხის კასრები, რაც ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ეპოქის დასაწყისი იყო.

სამი ძირითადი ღვინის რეგიონი ჩილეში არის კოლჩაგუას ველი, მაიპოს ველი და ელკის ველი. ღვინის ტოპ მწარმოებლები სამივე რეგიონში არიან, მაგრამ ყველაზე ცნობილი მაინც მაიპოს ველია დედაქალაქ სანტიაგოსთან სიახლოვის გამო. ქვეყნის საუკეთესო წითელი ღვინოები, როგორც უკვე ვახსენეთ, კაბერნე სოვინიონიდან, შირაზიდან და კარმენერიდან იწარმოება მაიპოს ხეობაში, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც "სამხრეთ ამერიკის ბორდო". 

ცნობილია ჩილეს პისკოც, რომელიც ყურძნის კონიანია და ძირითადად ჩილესა და პერუს რეგიონებში იწარმოება. მზადდება Moscate-ის ყურძნის ჯიშისგან. Wine Searcher ყველაზე პოპულარულ ჩილეს ღვინოებს აცნობს მკითხველს:

Vina Almaviva, Puente Alto, Chile - ხასიათდება სასიამოვნო სტრუქტურით, საშუალო მჟავიანობითა და ტანინებით. იგრძობთ კვამლის ნოტებს, ასევე მწიფე მოცვისა და ქლიავის ნაზავს, მუსკატის, მწვანე წიწაკისა და თამბაქოს არომატებს, აქვს ხაგრძლივი დაბოლოება.

Sena, Aconcagua Valley, Chile - ძალიან კომპლექსური, მაღალი ხარისხის ღვინოა, აქვს მინერალური ხასიათი, ასევე მარწყვის, ქლიავისა და პიტნის სურნელება, იგრძობთ თამბაქოს მსუბუქ ნოტებსაც.

Concha y Toro Don Melchor Cabernet Sauvignon, Puente Alto, Chile -  შენიშნავთ მწიფე, შავი მოცხარისა და ყავის ელფერს. გემო ძალიან მდიდარია, ფონად ფოთლოვანი და კედრის ნოტები სდევს, აქვს საშუალო ტანინები, მსუბუქი მჟავიანობა და გრძელი დაბოლოება.

Clos Apalta, Colchagua Valley, Chile - ღვინო არის 64% კარმენერის, 18% კაბერნე სოვინიონისა და 18% მერლოს ნაზავი აპალტას ხეობიდან. აქვს 15% ალკოჰოლის შემცველობა, 25 თვე კასრშია დავარგებულია. აქვს ძალიან კომპლექსური, ხავერდოვანი არომატები და სტრუქტურა.

Montes 'Purple Angel', Colchagua Valley, Chile -  იგრძნობთ მაყვლის, შავიქლიავისა და ზეთისხილის არომატებს. ღვინოს ძალიან ცინცხალი და სასიამოვნო სურნეკება აქვს, რბილი ტანინები და მარტივი დაბოლოება, უნდა მიირთვათ 2024 წლამდე.

Vinedo Chadwick, Maipo Valley, Chile  - თავდაპირველად მწიფე ქლიავის დახვეწილ არომატებს იგრძნობთ ყავის ელფერით, მათ შორის ტკბილ ხილსა და ტანინებს. ეს საკმაოდ რთული და მაღალი ხარისხის ღვინოა. რომელიც მთლიანობაში ძალიან დაბალანსებულ პროდუქტს ქმნის.  Wine Searcher-ზე ღვინოების სრულ ჩამონათვალს გაეცნობით.

2021 წელს ჩილემ 1,98 მილიარდი დოლარის  ღვინო გაიტანა მსოფლიოში, რამაც ღვინის მე-5 ექსპორტიორი ქვეყანა გახადა. იმავე წელს ღვინო მე-8 ყველაზე ექსპორტირებული პროდუქტი გახდა ჩილეში. ქვეყნის ექსპორტის ძირითადი მიმართულებებია : ჩინეთი (326 მილიონი დოლარი), შეერთებული შტატები (248 მილიონი დოლარი), დიდი ბრიტანეთი (229 მილიონი აშშ დოლარი), ბრაზილია (185 მილიონი აშშ დოლარი) და იაპონია (144 მილიონი აშშ დოლარი).

2023 წლის მარტში ჩილეს ღვინის ექსპორტმა შეადგინა $128 მილიონი, ხოლო იმპორტმა – $498 ათასი, რის შედეგადაც დადებითი სავაჭრო ბალანსი $127 მილიონი გახდა . 2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე ჩილეს ღვინის ექსპორტი შემცირდა -33,1 მილიონი აშშ დოლარით (-20,6%) 161 მილიონი აშშ დოლარიდან 128 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტი -540 ათასი დოლარით (-52%) 1,04 მილიონი დოლარიდან 498 ათას დოლარამდე. 
2023 წლის მარტში ღვინის ექსპორტიდ ძირითადი მიმართულე
ბა ისევ ჩინეთია ( 20,9 მილიონი აშშ დოლარი), შემდეგ შეერთებული შტატები (16,4 მილიონი აშშ დოლარი), ბრაზილია (15 მილიონი აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (12,6 მილიონი აშშ დოლარი) და იაპონია (9,23 მილიონი აშშ დოლარი), იმპორტირებული ღვინო კი ძირითადად იტალიიდან იყო (407 აშშ დოლარი), შემდეგ ადგილას არგენტინაა (91 ათასი დოლარი), მესამე ადგილს კი საფრანგეთი იკავებს (97,9 დოლარი).

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.