Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ღვინის კლუბის“ ლექცია ვისკის მოყვარულებისთვის

2 მარტს „კავკასიურ სახლში“ „ღვინის კლუბის“ მორიგი ლექცია–სემინარი ვისკის მიეძღვნა. „ვისკი – თამაში ქერის ყანაში“ – ასე უწოდა „ღვინის კლუბის“ პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ ლიტერატურული ალუზიებით დატვირთულ მოხსენებას.

ვისკის წარმოშობის ისტორია, ირლანდიელებისა და შოტლანდიელების საამაყო ტრადიციები, ირლანდიური და შოტლანდიური ვისკების კლასიფიკაცია, მათთვის დამახასიათებელი ღირსებები, ტექნოლოგიებისა და არომატების განსაზღვრა და აღწერა, მსოფლიოს ყველაზე ძვირიანი და პოპულარული ვისკები – მალხაზ ხარბედია ამ და სხვა საინტერესო ნიუანსებს შეეხო.
 
„ნამდვილი ვისკი მხოლოდ შოტლანდიურია ან ირლანდიური და ეს ორი უძველესი სახეობა ისევე განსხვავდება ამერიკული ბურბონისგან ან კანადური და იაპონური ვისკებისგან, როგორც ვთქვათ, ჰომეროსის „ოდისეა“ ჯოისის „ულისესგან“. ბოთლზე როცა Whisky-ს მოკრავთ თვალს, ე. ი. შოტლანდიურ ვისკიზეა საუბარი, Whiskey–ის ირლანდიელები აწერენ. თუმცა, ისეთი თავზეხელაღებული ირლანდიელი, როგორიც ჯეიმს ჯოისი იყო, თავის „ულისეში“ ვისკის შოტლანდიურ მართლწერას იყენებდა. ამერიკულ ვისკისაც Whiskey აწერია, მიუხედავად იმისა, რომ იგი როგორც ირლანდიელი, ისე შოტლანდიელი ემიგრანტების წყალობით გაჩნდა. ასევე არსებობს კანადური, იაპონური, ავსტრალიური, ახალზელანდიური, არგენტინული, ტაილანდური და ინდური ვისკებიც, მაგრამ ყველა ეს სახეობა ძალიან შორს არის ვისკის სამშობლოში – შოტლანდიაში ან ირლანდიაში დამზადებული სასმელისაგან“, – აღნიშნა მალხაზ ხარბედიამ.
 
ლექცია–სემინარი გაამდიდრა ვისკის რამდენიმე სრულიად განსხვავებულმა ნიმუშმა, რომლებიც „ღვინის კლუბს“ უსასყიდლოდ გადასცა Fine Wine Bar–მა “Chateau Mukhrani”. კლუბის წევრებს საშუალება მიეცათ ერთმანეთისთვის შეედარებინათ 18–წლიანი დაძველების „ჩივას რეგალი“, 12–წლიანი Single Malt-ები, „გლენფიდიხი“ და „მაკალანი“, ასევე „გლენმორანჯი“, „ლაფროაგი“ და სხვ.
 
©ღვინის კლუბი/vinoge.com
 
თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული