წინანდალი, თელიანი ველი, 2006.
მალხაზ ხარბედია: "აშკარად ჩანს მწვანის ჯიშური ტონები. პირველი ცხვირი ჩემთვის ძალიან ეკზოტიკურიც კი იყო, ციტრუსის სურნელებით. გემოზე მომრგვალებულია, მცირე სიხისტით. ჯერ-ჯერობით გასინჯული ნიმუშებიდან ამ ღვინოს ყველაზე კარგი დაბოლოება აქვს".
რქაწითელი, grand cru წარაფი, თავად მაყაშვილის მარანი, 2006
Laroche (Chile Reserva) PUNTO NINO Chardonnay Casablanca Valley Chile 2006
მომწვანო-მოოქროსფერო ღვინოა, თაფლისა და ბანანის ტონებით. მოტკბო, ე.წ. მომრგვალებული გემოთი, დაბალი მჟავიანობით, კარგად დაბალანსებული.
Villa Maria Sauvignon Blanc, Private Bin 2007 (Marlborough, New Zealand)
წინანდალი - 2004, თბილღვინო, განსაკუთრებული მარაგი (9 თვე მუხაში დაძველებული)
შილდა (საფერავი), GWC Ltd, 2006
შილდასა და ყვარლის მიკროზონებში დაკრეფილი საფერავიდან დაწურული ღვინოა. ინტენსიური მუქი ლალისფერია. სასიამოვნო, მწიფე ხილის სურნელი აქვს, გამოარჩევს მწიფე ალუბლის, ლეღვის, შავი კენკრის, თუთის, შავი ზეთისხილის ტონები. გემოზე სასიამოვნოდ მწკლარტეა, ღვინო ახალია და შესაძლოა ჯერ კიდევ წინა აქვს პიკი. დეკანტირებაც არ აწყენდა.
კარგი იქნება ნიგვზიან ლობიოსთან, ვაზის ფოთლის ტოლმასთან, ჩანახთან, მწყერთან.
მალხაზ ხარბედია
© „მარანი“