საჭირო მასალა: 3 თავი ხახვი, 2 ცალი ფორთოხალი, 3 ღერი ბაზილიკი (ან 0,5 ჩ.კ. ხმელი), 25 გ ფსტა, 300 გ ორაგულის ფილე, 2 ს.კ. ზეთი, 2 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადება: ხახვი სიგრძეზე მსხვილად დავჭრათ. 1 ფორთოხალი გავფცქვნათ, მოვაშოროთ თეთრი ნაწილი და დავჭრათ. მეორე ფორთოხალი დავმდუღროთ, გავამშრალოთ და გავაცალოთ ცედრა. შემდეგ გავჭრათ და გავწუროთ. ფსტა მსხვილად დავფქვათ. ორაგულის ფილე 6 ნაწილად დავჭრათ. თითოეულს წავუსვათ ზეთი და მოვაყაროთ ფსტა. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და დავუმატოთ ხახვი. 4-5 წუთი საშუალო ტემპერატურაზე ვშუშოთ, დავაყაროთ მარილი და პილპილი. ფორთოხლის ცედრა და წვენი ავურიოთ ძმარში, დავასხათ ტაფაზე და განვაგრძოთ შუშვა. როცა წვენი დუღილს დაიწყებს, დავუმატოთ დაჭრილი ფორთოხალი, ბაზილიკი და კარგად ავურიოთ, შემდეგ გადმოვიტანოთ ლანგარზე. თევზის ნაჭრები მოვათავსოთ მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებულ ზეთდასხმულ ტაფაზე და თითოეულ მხარე 30 წამის განმავლობაში შევწვათ. შემწვარი თევზის ნაჭრები დავაწყოთ მოშუშულ ხახვზე და ისე მივიტანოთ სუფრასთან.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი