ხეცურიანის სომელიეს სკოლა 16 მარტს იწყებს საერთაშორისო სომელიეს სასწავლო პროგრამას. პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელები მიიღებენ საჭირო ცოდნას ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, მეღვინეობის, ქართული და უცხოური მევენახეობის, ღვინის კანონმდებლობის, Horeca სექტორის, ენოგასტრონომიული შეხამების, ღვინის ბიზნესის, ღვინის მარკეტინგისა და სხვა მნიშვნელოვანი, ღვინოსთან დაკავშირებული სფეროების შესახებ.
გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის - International Sommelier Association | ASI მიერ გაცემულ საერთაშორისო სომელიეს სერტიფიკატს, რომელიც 68 ქვეყანაშია აღიარებული.
სასწავლო პროგრამა განკუთვლილია მომავალი სომელიებისთვისა და ღვინის კონსულტანტებისთვის. ასევე მეღვინე-მევენახეებისთვის ღვინის ბიზნესის წარმატებით დასაწყებად და არსებულის უკეთ განსავითარებლად. საინტერესოა მათთვის, ვისაც ღვინის უკეთ გაგება აინტერესებს და მომავალში ენოგასტრნომიული ტურიზმის კუთხით ფიქრობს დასაქმებას.
სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მსურველებს საშუალება ექნებათ სტაჟირება გაიარონ პარიზის, ბორდოს, მილანის, ლონდონის საუკეთესო რესტორნებში.
ლექციებს და მასტერკლასებს ჩაატარებს 15-ზე მეტი დარგის წამყვანი ქართველი და უცხოელი სპეციალისტი, მეღვინეები, მოწვეულები იქნებიან ფრანგი და იტალიელი სომელიეები. საერთაშორისო სომელიეს სასწავლო პროგრამის ფარგლებში 200-ზე მეტი ქართული და უცხოური ღვინის დეგუსტაცია გაიმართება. მსმენელები შეისწავლიან ღვინოების აღწერის საერთაშორისო სისტემას | WSET.
სასწავლო პროგრამა შედგენილია International Sommelier Association | ASI -ს გაიდლაინების მიხედვით, სასწავლო პროგრამა განკუთვნილია, როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე ენთუზიასტებისთვის და მოყვარულებისთვის.
სასწავლო პროგრამა შედგება მოდულებისგან, თითოეულის დასრულების შემდეგ ჩატარდება შუალედური გამოცდა, ბოლოს კი ჩატარდება საქართველოს სომელიეთა ასოცოაციის და საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის - International Sommelier Association | ASI გამოცდები.
ინფორმაციის ვრცლად გასაგებად ეწვიეთ ბმულს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი