Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხორცის მიქსი საახალწლოდ

საჭირო მასალა: 2200 გ გღორის ფილე, 500 გ ძროხის ფილე, 400 გ კგ ქათმის ფილე, 1 ცალი მწარე წიწაკის მწნილი, 0.5 ჭიქა შტოში, ბროწეულის მარცვლები ან ძახველა, 50 გ ნიგოზი, 1 ჩ.კ. გამშრალი თავშავა, 1 ჩ.კ.  ძირა, 5-6 კბილი ნიორი, 0.5 ჭიქა ძმარი, 0.5 ჭიქა ზეითუნის ზეთი, 1 კონა კამა და ოხრახუში, მარილი, წიწაკა გემოვნებით.

მომზადება: ღორის ხორცი დავსეროთ ისე, რომ ბოლომდე არ ჩავჭრათ. ქათმისა და ძროხის ხორცი დავჭრათ 1 სმ სისქის ნაჭრებად. შევურიოთ ერთმანეთს მშრალი დაფქული სანელებლები, ზეთი, ძმარი და ხორცს წავუსვათ. მწვანილი და წიწაკა წვრილად დავჭრათ. ნიგოზი დავფქვათ და შტოშთან ერთად ერთმანეთს შევურიოთ. ეს მასა წავუსვათ ქათმისა და ძროხის ხორცის ნაჭრებს და ღორის ფილეს დასერილ ადგილებში თანამიმდევრულად, მჭიდროდ მოვათავსოთ. მომზადებული ხორცის ნაჭერი კულინარიული ძაფით შევკრათ, გავახვიოთ კალკაში ან საცხობ ცელოფანში ჩავდოთ. შემდეგ დააახლოებით 2 საათით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. შეგრილებული შემწვარი ხორცი მთელი ღამით დავდოთ მაცივარში, სასურველია მოვათავსოთ წნეხის ქვეშ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული