Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ქართული ლიტერატურა მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ“ (1)

ახალი რუბრიკით -„ქართული ლიტერატურა მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ“ გაზეთი „მარანი“, თავის ერთგულ მკითხველს სთავაზობს საქართველოში გამოცემულ ყველა იმ ლიტერატურას, რომელიც,ასე თუ ისე ეხმიანება მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს: მევენახეობის აგროწესები, ამპელიგრაფიული გამოცემები, ვაზისა და ღვინის ისტორია, საღვინე ჭურჭელი, ღვინის ტექნოლოგია, ქართული მარანი, მხატვრული ხასიათის გამოცემები ვაზზე და ღვინოზე და სხვ., აი, იმ გამოცემების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც დაინტერესებული მკითხველი იხილავს ჩვენი გაზეთის ფურცლებზე. საქართველო მევენახეობა-მეღვინეობის ბოლო წლების გამოცემებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი უძრაობის პერიოდი დაგვდგომია... რომ არა „მარნის“ ელექტრონული თუ საგაზეთო ვერსია, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სფერო სრულ ვაკუუმში იქნებოდა...

ვფიქრობთ, გაზეთ „მარნის“ ახალი რუბრიკა გარკვეულწილად ხელს შეუწყობს, როგორც არსებული ლიტერატურის გაცნობასა და პოპულარიზაციას, ისე ახალი, ქართული გამოცემების კვლავ განახლებას მევენახეობა-მეღვინეობის დარგებში.

რა თქმა უნდა, მკითხველისათვის გასაგები იქნება, რომ გაზეთი „მარანი“ ყველა ქართულ გამოცემას ერდროულად ვერ დაიტევს. სწორედ ამიტომ, გაზეთის ჩარჩოების გათვალისწინებით, ამ რუბრიკას გარკვეული რეგულარულობის ხასიათი ექნება, სადაც თითოეული გამოცემის შესახებ გაცნობებთ: გამოცემის დასახელებას,ავტორს,გამოცემის თარიღსა და მისი გვერდების რაოდენობას და გამოცემის შინაარსს.

გიორგი ბარისაშვილი

 

ლევან ფრუიძე, „მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში“, თბილისი 1974.სარჩევი: მევენახეობის გავრცელების არე რაჭაში. ვენახის ტიპები და ვაზის ჯიშები; ვენახის გაშენება და მოვლა-დამუშავება; მარანი და მისი ავეჯი; საღვინე ჭურჭელი; ღვინის დაყენება და მოხმარება; ვენახის საკუთრებისა და ფლობის ზოგიერთი თავისებურობის შესახებ. შრომის ორგანიზაცია. წეს-ჩვეულებები. წიგნი შედგება 359 გვერდისაგან.

გრიგოლ ჯანხოთელი, „მეღვინეობა ციფრებით და ფორმულებით“, თბილისი 2002წ. შინაარსი: ღვინო და მისი კლასიფიკაცია; სუფრის ღვინოები, შემაგრებული ღვინოები; სასურველ სიდიდემდე ღვინის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტის მიყვანა, როდესაც კუპაჟის საბოლოო მოცულობა წინასწარ განსაზღვრული არ არის; ღვინის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტის სასურველ დონემდე მიყვანა, როცა სურთ სასურველი მოცულობის კუპაჟის მიღება; რამოდენიმე მასალისაგან შემდგარი კუპაჟების გაანგარიშება; ცქრიალა ღვინოების წარმოება; კონიაკის წარმოება; არომატიზირებული ღვინოები; ღვინის ზოგიერთი შემადგენელი კომპონენტის რეგულირების საკითხი. წიგნი შედგება 155 გვერდისაგან.

   

ანდრო ლეკიაშვილი, „შენ ხარ ვენახი“, თბილისი 1972.სარჩევი: სადაც ვენახის ჭეშმარიტი სამშობლო ეგულებათ; ათასწლეულების სიღრმეში; და იყო ქართლსა შინა პური და ღვინო ფრიადი; არა მხოლოდ სახარებლად გულისა; პალესტინაში, საბერძნეთში, საქართველოში; ჭამა-სმანი მათნი ფერნი; ვაზი მაინც ხარობდა; თუ გადავფურცლავთ „ქართლის ცხოვრებას“; არს ესე ქვეყანა ვენახოვანი; სტუმართმოყვარე ქვეყანაში; ასგვარი და ასფერი, ნეტავ სადა აქვს ამ ზვრებს ბოლო?; ვაზო, შვილივით ნაზარდო; ჩემი ხორგო და მარანი; და შეიქნა ხშირი რთველი; იაგუნდის მარანშია ღვინო დგება ლალისფრისა; აგუნა, აგუნა, გადმოიარე!; ამავსებ ღვინით, აგავსებ ლხინით. წიგნი შედგება 126 გვერდისაგან.

ა. ბოხოჩაძე, „მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით“, თბილისი 1963. სარჩევი: მევენახეობა - ზოგადი ცნობები ვაზის კულტურის სამშობლოს შესახებ; ვაზის კულტურის განვითარების საფეხურები. ვენახის სასხლავი საშუალებანი; არქეოლოგიური გათხრების დროს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყურძნის წიპწები;  მეღვინეობა - საწნახელი, საქაჯავი, თაღარი, ქვევრი, მარანი, მოკლე ცნობები მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული ზოგი არქელოგიური და ეთნოგრაფიული მასალების შესახებ. წიგნი შეგდება 195 გვერდისაგან.

პროფ. კ. მოდებაძე, „მეღვინეობა“, ტფილისი 1931. სარჩევი: მეღვინეობის ისტორია და სტატისტიკური მიმოხილვა; ტკბილისა და ღვინის ქიმია; მტევნის ქიმიური შედგენილობა; ღვინის ქიმიური შედგენილობა; ქიმიური ცვლილებები დაღვინების სხვადასხვა პერიოდში; ტკბილისა და ღვინის ანალიზი; ტკბილისა და ღვინის მიკრობიოლოგია; ალკოჰოლური დუღილის ფიზიოლოგია; ალკოჰოლური დუღილის ქიმიზმი; საფუარი; ტკბილისა და ღვინის მიკროფლორა; ღვინის დაყენება; მეღვინეობის რაიონები; ფაქტორები და პირობები, რომლებიც ღვინის თვისებებზე გავლენას ახდენენ; ყურძნის დამწიფება; რთველი; ყურძნის გადამუშავება; მარანი და მისი მორთულობა; წითელი ღვინის დაყენება; წნეხები; თეთრი ღვინის დაყენება; სარდაფის მეურნეობა; გოგირდოვანი მჟავა და მისი როლი მეღვინეობაში; ბოთლებში ღვინის ჩამოსხმა; შამპანური ღვინის დამზადება; სადესერტო ღვინოები; ღვინის ინფექციური ავადმყოფობანი; ღვინის დაჭაშნიკება (დეგუსტაცია). წიგნი შედგება 356 გვერდისაგან.

თეიმურაზ ღლონტი, „ყურძნის პროდუქტთა ქრომატოგრაფიული ანალიზი“. თბილისი 1976.დამხმარე სახელმძღვანელო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტუდენტებისათვის. სარჩევი: ყურძნის პროდუქტთა ანალიზი ქაღალდის ქრომატოგრაფიის მეთოდით; გაზური ქრომატოგრაფი და მისი ძირითადი კვანძები; ქრომატოგრაფირების არსი, მუშაობის ტექნიკა, მასალები და მოწყობილობა; ყურძნის პროდუქტთა ანალიზი თხელფენოვანი ქრომატოგრაფიის მეთოდით. წიგნი შედგება 273 გვერდისაგან.

აქსიმე რამიშვილი „ამპელოგრაფია“ თბილისი 1970.სარჩევი: ამპელოგრაფიის მოკლე ისტორიული მიმოხილვა; ვიტისის გვარში შემავალ სახეობათა დახასიათება; ამპელოგრაფიული მეთოდიკა; კულტურულ ვაზის ჯიშთა კლასიფიკაცია; თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშები; ფერადყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშები; ფილოქსერაგამძლე საძირე ვაზის ჰიბრიდული ჯიშები; ვაზის პირდაპირ მწარმოებელი ჰიბრიდები; ვაზის სელექციის საფუძვლები; ამპელოგრაფიული კოლექცია და მისი მოწყობის ორგანიზაცია; ვაზის უმთავრესი ჯიშები და მათი გაადგილება საბჭოთა კავშირის მევენახეობის ძირითად რაიონებში. წიგნი შედგება 606 გვერდისაგან.

 გიორგი ბარისაშვილი, „ღვინის დაყენება ქვევრში“, თბილისი 2010.შინაარსი: ქვევრის სახელები ძველ საქართველოში; მექვევრეობა საქართველოში, ისტორია და დღევანდელობა; ქვევრის სიკეთე; ქვევრის კირით დადუღაბება და მისი რეცხვა; ქვევრის დამუშავება ცვილით; სარქველი; ქვევრის ღვინო; ზედაშის ქვევრი და ღვინო; ქვევრის დამღები. ბროშურა შედგება 38 გვერდისაგან.

მალხაზ ხარბედია, „ქართული ღვინის გზამკვლევი“. თბილისი 2012წ.გზამკვლევში ძირეულადაა განხილული საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობის თითოეული რეგიონი. მოზრდილი თავები ეძღვნება ქართული ღვინის ისტორიას, თანამედროვე მდგომარეობას, ქართული ღვინისა და კერძის შეხამებას, როგორ დავაგემოვნოთ ღვინო, სად შევიძინოთ ღვინო, როგორ შევინახოთ ღვინო, ღვინის დაავადებებიდა ა.შ. აქვე ვეცნობით ქართული ვაზის ჯიშებისა და საქართველოში წარმოებული ღვინოების დახასიათებებს. გზამკვლევი ორენოვანია (ქართულ–ინგლისური) და დიდ დახმარებას უწევს ქართული მევენახეობა–მეღვინებით დაინტერესებულ პირებს. ნაშრომში აღწერილია ყველა მოქმედი ოჯახური მარანი თუ ღვინის საწარმო და მათი პროდუქცია. გზამკვლევი შედგება 283 გვერდისაგან. 

© ღვინის კლუბი/Weekend



ელკანას ბროშურის "ღვინის დაყება ქვევრში" ელ. ვერსია ხო არ გეგულებათ სადმე


აგერაა: 

ინგლისურად: http://en.vinoge.com/books/making-wine-qvevri

ქართულად: http://vinoge.com/Books/Rvinis-qvevrSi-dayeneba

 



გამარჯობათ. ძალიან კარგი გვერდით გაქვთ.. მაინტერესებს ამ წიგნების შეძენა შესაძლებელია თუ არა? ან თუ იცით ისეთი საიტი საიდანაც შემეძლება შეძენა მადლობა


დიახ, რა თქმა უნდა, ქსელშიც არის, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ ღვინის ბარ ღვინო ანდეგრაუნდში არის. ტაბიძის 15. 



მოგესალმებით! ბატონო მალხაზ, მაინტერესებს არის თუ არა თქვენი წიგნი "ქართული ღვინის გზამკვლევი" ინგლისურ ენაზე? გარკვეული რაოდენობის შეძენა მსურს სასაჩუქრედ უცხოელი სტუმრებისთვის. ვიცნობ თქვენს ნაწერებს და დიდ პატივს გცემთ. იქნებ დამეხმაროთ. გმადლობთ.


წიგნი "ქართული ღვინის გზამკვლევი" ერთდროულა ქართულ და ინგლისურ ენაზეა დაბეჭდილი. სასაჩუქრედ უცხოელი სტუმრებისთვის კარგი იდეაა. მე შევიძინე და კმაყოფილი ვარ. მადლობა მალხაზ ხარბედიას


გამარჯობათ, სად შეიძლება შევიძინო წიგნი კ. მოდებაძის "მეღვინეობა"? ძალიან დაინტერესებული ვარ და რამდენიმე ადგილას ვიკითხე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერსად ვიშოვე...


გამარჯობა მაინტერესებს სად შეიძლება შევიძინო მალხაზ ხარბედიას ქული ღვინის გზამკვლევი ან სხვა ინგლისურ ენოვანი წიგნი ქართულ ღვინოებზე.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული