Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხბოს ხორცი როზმარინითა და ფორთოხლით

მასალა: 400 გ ხბოს ხორცი, 8 ღერი როზმარინი, 3 ცალი ფორთოხალი, 3 თავი ხახვი, 1 ცალი წიწაკა ჩილი, 1 ს.კ. ყურძნის წიპწის ზეთი, 3 ს.კ. ბოსტნეულის ბულიონი, 1 ს.კ. ხმელი ტარხუნა, 1 ს.კ. ზეთი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: ხბოს ხორცი საშუალო ზომის თხელ ნაჭრებად დავჭრათ და ჩხირით გავხვრიტოთ. როზმარინის ტოტებს ქვედა ფოთლები გავაცალოთ და თითოეულზე თითო ხორცის ნაჭერი წამოვაცვათ.

ფორთოხალი გავფცქვნათ, მოვაცალოთ თეთრი კანი და რბილობი დავჭრათ, რაც დარჩება გავწუროთ და დავუმატოთ ყურძნის წიპწის ზეთი, ქათმის ბულიონი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ხმელი ტარხუნა და წიწაკა. ოდნავ ავთქვიფოთ და დავუმატოთ ფორთოხალიც. ხორცი მოვათავსოთ ცხიმდასხმულ  ტაფაზე და ორივე მხრიდან შევბრაწოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მივირთვათ ფორთოხლის ვინეგრეტთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული