Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Perrier-Jouet-ის ორსაუკუნოვანი იუბილე

მსოფლიოში სახელგანთქმული შამპანურის მწარმოებელმა სახლმა - Perrier-Jouët,  რომელიცორსაწლოვან იუბილეს აღნიშნავს, ამ თარიღთან დაკავშირებით ბაზარზე ახალი შამპანური – Bi-Centenaire გამოუშვა. საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლის შენობაში გაიმართა,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ზუსტად ორასი სტუმარი იყო მიწვეული. საღამოს ესწრებოდნენ ცნობილი მსახიობები, მოდელები, იუველირები და ა.შ. საღამოს დასასრულს სტუმრებს დანიელ არშამის უნიკალური სკულპტურა –ორიგინალურ არქიტექტურულ კონსტრუქციასთან შერწყმული მინის ბოთლი – წარუდგინეს. ახალი შამპანური – ლიმიტირებული რაოდენობით, სულ ასი ბოთლი ჩამოისხა. თითოეული ბოთლის ფასი დაახლოებით 10 000 ევროს აღწევს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.