გამოქვეყნებულია: 21 ოქტომბერი, 2010 - 12:35
საჭირო მასალა: 1 ცალი ქათამი. 1 ჭიქა გარჩეული წაბლი, 2 ცალი ვაშლი, 8 ცალი პატარა კარტოფილი, 2 ჩ.კ. მაიორანი, 50 გ. კარაქი, 5 ს.კ. ზეთი, მარილი და წიწაკა – გემოვნებით.
მოზადება: ქათამი გავრეცხოთ, გავასუფთავოთ და შიგნიდან და გარედან შუაზე გაუჭრელად წავუსვათ მარილი და წიწაკა. მუცელში ჩავუწყოთ კარაქის ნაჭრები, დაჭრილი ვაშლის ნაჭრები და წაბლები, სურვილისამებრ მოვაყაროთ მარილიც. საცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი, ზედ მოვათავსოთ ქათამი, გარშემო შემოვუწყოთ მთელ-მთელი გათლილი კარტოფილები, წაბლი და ვაშლის ნაჭრები. ზემოდან მოვაყაროთ მარილი, მაიორანი, წიწაკა და მოვასხათ ზეთი. ქათამი შევდგათ ღუმელში და ჯერ მაღალ, ხოლო შემდეგ საშუალო ცეცხლზე შევწვათ. დროდადრო გამოვიღოთ და მოვასხათ თავისივე წვენი.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:
თქვენი კომენტარი