Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

DAWA 2015-ის ჯილდო 29 ქართულ ღვინოს მიენიჭა

დეკანტერის აზიის ღვინის საერთაშორისო კონკურსის (DAWA) შედეგები გამოვლინდა. DAWA აზიის ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური კონკურსია, რომლის ჟიურიც დაკომპლექტებულია აზიის ღვინის სამყაროს ყველაზე კვალიფიციური და გავლენიანი პროფესიონალებით. 

ჟიურის საპატიო თავმჯდომარე, როგორც წესი, წელსაც ცნობილი ენოლოგი, ღვინის მწერალთა წრის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში, სტივენ სპურიე იყო, ვიცე-პრეზიდენტები კი - რეგიონის ღვინის სფეროს ერთ-ერთი წამყვანი ავტორიტეტი - ლი დემეი, ღვინის მწერალი და კრიტიკოსი - ჩ’ნგ ფო თიონგი, მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს ტიტულის მფლობელი და საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი - სინია ტასაკი, ასევე, ჟერარ ბასე (OBE, MW, MS). 

წლევანდელ DAWA-ზე 2014 წლის გამოშვებასთან შედარებით, გაცილებით ბევრი ჯილდო გაიცა სხვადასხვა ნომინაციაში, მათ შორის, დიდი წარმატება მოიპოვა ახალი სამყაროს ღვინოებმა. წელს განსაკუთრებული აღიარება წილად ხვდა ავსტრალიურ ღვინოებს, რომლებმაც 15 საერთაშორისო თასიდან 6 მოიპოვა. ჯილდოების რაოდენობით მას მოჰყვება საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ახალი ზელანდია, არგენტინა და კვიპროსი. 

DAWA 2015-ის გამარჯვებულთა შორისაა 8 კომპანიის 29 ქართული ღვინო, რომელთაგან ყველაზე მაღალი ჯილდო - რეგიონული თასი - მეღვინეობა ხარებას 2013 წლის მონასტრის ქვევრის მწვანეს მიენიჭა. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ერგო ასკანელი ძმების, დუგლაძეების ღვინის კომპანიის, ქვევრის მონასტრის ღვინოების, შალვინოს, მეღვინეობა შუმისა და ვაზიანის ღვინოებს. კახური ტრადიციული მეღვინეობის ღვინოებმა შექება (commended) დაიმსახურა. 

დაწვრილებით ჯილდოები შეგიძლიათ, მოიძიოთ დეკანტერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული