Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

WinExpo Georgia 2011 - ყველაზე ქართული საერთაშორისო გამოფენა

ალეკო ცქიტიშვილი

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა -WinExpo Georgia ერთგვარად აჯამებს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ახალ ტენდენციებს. შეიძლება ითქვას, ეს არის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის კონკურსი საქართველოში, რომლისთვისაც ყველა ქართული კომპანია საგანგებოდ ემზადება. გამოფენას დიდი ინტერესით ელიან ღვინის გურმანებიც, რომლებიც „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ღვინოებს სამი დღის განმავლობაში ეცნობიან და აგემოვნებენ.

2010 წელს WinExpo Georgia არ ჩატარებულა, რასაც ორგანიზატორები მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს მიაწერდნენ. ისე გამოვიდა, თითქოს წინა წელს საქართველოში ღვინისთვის არავის ეცალა. თუმცა, WinExpo Georgia 2011-მა დაადასტურა, რომ ეკონომიკურ კრიზისს ქართული ღვინის ხარისხის ზრდაზე გავლენა არ მოუხდენია.  

ქართული კომპანიები ნელ-ნელა უკვე იმ წარმადობასაც უტოლდებიან, რაც რუსეთის ემბარგოს შემდეგ კარგა ხანს სანატრელი ჰქონდათ. მართალია, რუსეთის ბაზარს კვლავ დიდი ბოქლომი ადევს, მაგრამ, სამაგიეროდ, ქართული ღვინო სხვა ქვეყნების ბევრად პრეტენზიულ ბაზრებზე მკვიდრდება. ახალი ბაზრების კაპრიზების დაკმაყოფილების ერთადერთი საშუალება კი პროდუქციის ხარისხზე მუდმივი ზრუნვაა, რადგან მდარე და უინტერესო ღვინოები ევროპელ მომხმარებელს არაფერში სჭირდება.

გარდა იმისა, რომ იზრდება ღვინოების ხარისხი, იცვლება ღვინისადმი დამოკიდებულება, ზოგადად - ღვინის კულტურა. სულ უფრო მეტი ქართველისთვის ღვინო აღარ ასოცირდება მხოლოდ ყანწებისა და შამფურების ტრიალთან, ღრეობასთან და გაბმულ ლოთობასთან. საქართველოში მოწყობილ ღვინის ფესტივალებსა და გამოფენებზე სულ უფრო მეტ ადამიანს ნახავთ, ვისაც ღვინის დაგემოვნება, მისი შინაარსის შეცნობა აინტერესებს და არა დათრობა. ღვინით ინტერესდებიან სუსტი სქესის წარმომადგენლებიც. WinExpo Georgia 2011-ზეც ვნახეთ ღვინოზე ჩაფიქრებული ქალები - სადეგუსტაციო ჭიქებით ხელში.

ღვინის კულტურის ამაღლება ქართული სამზარეულოს განვითარებაზეც აისახება. ჩნდება მოთხოვნა ამა თუ იმ ღვინოსთან რომელიმე კერძის შეხამებაზე. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ წინა სამი გამოფენისგან განსხვავებით, WinExpo Georgia 2011 სამზარეულოს ელემენტებით უფრო იყო დატვირთული. გურმანთა განსაკუთრებული ინტერესი  ფოკას დედათა მონასტრის მიერ წარმოდგენილმა ყველის სახეობებმა და ჟურნალ „პირველი კულინარის“ საოცარმა კულინარიულმა ექსპერიმენტებმა გამოიწვია.

შეიძლება ითქვას, ფოკას მონასტერში დამზადებული ყველები გამოფენის ცენტრალური თემა იყო, რომელზეც ყველა საუბრობდა. ინტერესი ერთი-ორად გაამძაფრა “ღვინის კლუბისა” და ასოციაცია “ქართული ღვინის” მიერ ორგანიზებულმა ღვინისა და ყველის შეხამების აქციამ, როცა გურმანებმა მიიღეს რჩევები, რომელ ყველს რომელი ღვინო მოუხდებოდა. არანაკლებ საინტერესო გამოდგა ღვინის კლუბის კიდევ ერთი საგანმანათლებლო აქცია ფესტივალს ბოლო დღეს, როცა კლუბის პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ და ენოლოგმა გიორგი სამანიშვილმა სხვადასხვა სახეობის ღვინოებს სხვადასხვანაირი კერძები შეუწყვილეს.

ორი წელი თითქოს არაფერია, მაგრამ 2009 წლის გამოფენის შემდეგ ბევრი ქართული ვაზის ჯიში დაუბრუნდა მეღვინეობას. მახსოვს, WinExpo Georgia 2009-ზე ვაზის ჯიში - ხიხვი ყურს უცხოდ ხვდებოდა და მხოლოდ ერთ კომპანიას - „ვინივერიას“ ჰქონდა წარმოდგენილი. გამოფენაზე ერთი დიდი ხნის უნახავი ახლობელი შემხვდა და შევთავაზე: წამოდი, ხიხვი უნდა გაგასინჯო-მეთქი. რაო, იხვიო? - გაკვირვებულმა შემომხედა. კიდევ იყო სხვა კურიოზიც: ერთ-ერთი კომპანიის კონსულტანტ გოგონას ქართლის საამაყო ვაზის ჯიშის - ჩინურის ყურძნისგან დაწურული ღვინო მოვკითხე და ცოტა არ იყოს, უკმეხი პასუხი მივიღე: რაის ჩინური, ჩვენ მხოლოდ ქართულ ჯიშებზე ვმუშაობთო. წლევანდელ გამოფენაზე „ხიხვიც“, „ჩინურიც“ და სხვა ქართული ჯიშის ვაზის ნაჟური უკვე რამდენიმე კომპანიას ჰქონდა გამოფენილი. მსგავსი კურიოზებიც აღარ შემმთხვევია, რადგან ეს სახელები ყურს აღარ ეუცხოვება.

ღვინისადაალკოჰოლურისასმელებისსაერთაშორისოგამოფენის მთავარიღონისძიება იყოღვინისმესამესაერთაშორისოდეგუსტაციაა, რომელიც3ივნისსგაიმართა. გამარჯვებული კომპანიებიციმავედღესდააჯილდოესოქროსა და ვერცხლის მედლებით. თუ სწორად მახსოვს, დეგუსტაციაზე წელს პირველად იყო ნომინაცია „ქვევრის ღვინო“. თანაც ჟიურიმ ცალკე გამოავლინა თეთრი მშრალი, ცალკე კი - წითელი მშრალი ქვევრის საუკეთესო ღვინოები. დეგუსტაციის შედეგად, ყველაზე მეტი ოქროს მედალი სწორედ ქვევრის ღვინის ნომინაციაში გაიცა.

ორი წლის წინანდელ გამოფენაზე ქვევრის ღვინოები მხოლოდ რამდენიმე ოჯახურ მარანს ჰქონდა წარმოდგენილი, წელს კი ოჯახური ქვევრის ღვინოების რაოდენობაც გაორმაგდა და საკონკურსო მარათონში მსხვილი კომპანიებიც ჩაებნენ. ყველაზე დიდი ინტრიგა კი იტალიელი და ავსტრიელი მეღვინეების მიერ წარმოდგენილი ქვევრის ღვინოები იყო. ავსტრიული კომპანიის - Weinhut Bernhard Ott-ის ღვინომ, პროქართული სახელწოდებით - Qvevre, ოქროს მედალიც კი მიიღო. ამ კატეგორიაში გაიბრწყინა ალავერდის მონასტრის მარანმა, რომლის თეთრმა მშრალმა ქვევრის ღვინომ - „ალავერდის ტრადიციული“ ოქროს, ხოლო წითელმა მშრალმა ვერცხლის მედალი  დაიმსახურა. ოქროს მედალი მიიღო ასევე ამავე მარანში დაწურულმა თეთრმა ქვევრის ღვინომ, რომელიც „ბადაგონმა“ წარმოადგინა ოდნავ განსხვავებული სახელწოდებით - „ალავერდის ტრადიციები“. ამ ღვინოების ავტორს, მხცოვან მეღვინეს, თეიმურაზ ღლონტს მეორე დღეს ბევრი ულოცავდა ამ წარმატებას. ჩვენც სიამოვნებით ვუერთდებით ამ მილოცვებს.

ალავერდის მონასტერი ბოლო წლებში ტრადიციული მეღვინეობის კერად ჩამოყალიბდა. აქედანვე ჩანს, რომ კიდევ ბევრი აღიარება ელის მისეულ ფილოსოფიას და სტრატეგიას - ქართული მეღვინეობის  ტრადიციული ტექნოლოგიებისა და ეროვნული ვაზის ჯიშების აღორძინება.

ზუსტად იგივე სტრატეგიით მოქმედებს კომპანია „ხოხბის ცრემლები“, რომლის ქვევრის „მწვანემ“ საერთაშორისო დეგუსტაციაზე ასევე ოქროს მედალი დაიმსახურა. „ხოხბის ცრემლების“ დამფუძნებელი, სიღნაღში მცხოვრები ამერიკელი ენთუზიასტი ჯონ ვურდემანი აცხადებს, რომ ქართულ ღვინოებს საერთაშორისო ბაზარზე ამ სტრატეგიით გაცილებით ადვილად შეუძლია დამკვიდრება. „ხოხბის ცრემლების“ ქვევრის ღვინოების მარაგში უკვე ვაზის რამდენიმე მივიწყებულმა ქართულმა ჯიშმა დაიმკვიდრა ადგილი. გასულ წელს ამ კოლექციას ლიახვის ხეობის სიამაყე - შავკაპიტო დაემატა. ამ წითელყურძნიანი ვაზის ღვინო ჯერჯერობით მხოლოდ „ხოხბის ცრემლებს“ აქვს. გული მიგრძნობს, ხიხვის ისტორია განმეორდება და ორი წლის მერე „შავკაპიტო“ სხვა კომპანიების სტენდებზეც გამოჩნდება.

ვაზის მივიწყებული ქართული ჯიშების აღორძინება და პოპულარიზაცია ღვინის კლუბის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გასული წლის შემოდგომაზე ვაზისადახეხილისსარგავიმასალისწარმოებისეროვნულმაცენტრმა ღვინის კლუბს 25 იშვიათი ჯიშის ვაზის ყურძენი გადასცა. ზოგიერთისგან ისეთი შესანიშნავი ღვინო დაიწურა, რომ სამომავლოდ კლუბი აუცილებლად ურჩევს მარნებს თავიანთ ვენახებში ამ ჯიშების გაშენებას. სასიამოვნო მოულოდნელობა იყო თბილისური ჯიშის - გლდანულას ღვინო, მეტად ეგზოტიკური არომატებით. ძალიან საინტერესო ღვინო მივიღეთ დანახარულისგან (ქართლი) და მგალობლიშვილისგან (იმერეთი). ამ ღვინოების თითო-თითო ბოთლი, შესაბამისი ეტიკეტებით, ღვინის კლუბს WinExpo Georgia 2011-ზე ჰქონდა გამოფენილი.

WinExpo Georgia-ზე წარმოდგენილი ღვინოების გეოგრაფიული არეალიდან გამოირჩეოდა იმერული ღვინოები. ქართული ღვინის მრეწველობაში იმერული ვაზის ჯიშების დაბრუნებისათვის დიდი შრომა გასწია „მეღვინეობა ხარებამ“. კომპანიის  დასავლეთ საქართველოს მიმართულებას ახალგაზრდა მეღვინე ლადო კუბლაშვილი კურირებს. სწორედ მისი ავტორობით შექმნილმა ორმა ღვინომ - „ციცქამ“ და „ცოლიკოურმა“ მიიღო წელს მესამე საერთაშორისო დეგუსტაციაზე ოქროს მედლები (ნომინაცია - თეთრი მშრალი ღვინო). ციცქასა და ცოლიკოურის გარდა, „მეღვინეობა ხარებას“ არსენალში დასავლეთ საქართველოს კიდევ რამდენიმე ვაზის ჯიშია: კრახუნა, ალადასტური და ოცხანური საფერე. 2009 წელს WinExpo Georgia-ზე ოქროს მედალი სწორედ ამ კომპანიის „კრახუნამ“ მიიღო.

ქვევრი (ჭური) თანამედროვე იმერულ მეღვინეობაშიც ბრუნდება და აქაც პირველ ნაბიჯებს ოჯახური მარნები დგამენ, რომელსაც მომავალში სავარაუდოდ მსხვილი კომპანიებიც მიბაძავენ, როგორც ეს აღმოსავლეთ საქართველოში მოხდა. WinExpo Georgia 2011-ზე ჭურში დაყენებული ღვინოები წარმოადგინეს ნიკოლაძეების, ვეფხვაძეებისა და გაიოზ სოფრომაძის ოჯახურმა მარნებმა. ეს მარნები ასოციაცია „ქვევრის ღვინის“ წევრები არიან, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მეღვინეებს ერთიანებს. ასოციაცია კი, ტავის მხრივ, “ქვევრის ფონდის” ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომლის ერთიან სტენდზეც იყო წარმოდგენილი ქვევრის ღვინოები. ძალიან გამიხარდა, რომ  დეგუსტაციაზე ნომინაციაში - „ქვევრის თეთრი მშრალი ღვინო“ ვერცხლის მედალი აიღო ამ გაერთიანების მარნის - „ჩვენი ღვინო - OUR WINE“-ს ღვინომ - „რქაწითელი, წარაფი“, (2007 წ.). ჩემთვის სწორედ ეს ღვინოა კახური ქვევრის ღვინის ეტალონი, რომელიც ტრადიციული კახური ღვინისთვის დამახასიათებელი ღირსებების გარდა, იმ განსაკუთრებულ ენერგეტიკას და სითბოსაც გაგრძნობინებთ, რასაც მას ავტორი - სოლომონ ცაიშვილი გადასცემს.

დაბოლოს, უნდა ითქვას, რომ WinExpo Georgia-ს აქვს დიდი პოტენციალი, უფრო მეტი უცხოური კომპანია დააინტერესოს და მოიზიდოს, როგორც გამოფენაზე, ისე კონკურსზეც. თუმცა, იმისდა მიუხედავად, თუ რამდენი უცხოური კომპანია მიიღებს მონაწილეობას, სასურველია WinExpo Georgia დარჩეს ისეთად, როგორიც არის - ღვინისადაალკოჰოლურისასმელების  წლის ყველაზე ქართულ საერთაშორისო გამოფენად, სადაც ყოველთვის წინა პლანზე იქნება ტრადიციული ქართული ტექნოლოგიები და ვაზის ეროვნული ჯიშები, ასევე - ქართული სამზარეულო, რომლის გარეშეც ქართული ღვინო წარმოუდგენელია.

© ღვინის კლუბი/Weekend



სოლომონ, გაიხარე, გილოცავ!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული