Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის დეგუსტაცია მაცუიამაში

იაპონიის ქალაქ მაცუიამაში, ეჰიმეს პრეფექტურის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ორგანიზებით გაიმართა.

ქართული ღვინის წარდგენას Red Bridge-ის ხელმძღვანელი, იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრი, კენიჩი ოჰაში უძღვებოდა. ღვინის მოხმარების კუთხით, მაცუიამა  ლიდერი ქალაქია რეგიონში. დეგუსტაციას 60-მდე ადგილობრივი ღვინის იმპორტიორი, დისტრიბუტორი და რესტორნების ქსელების წარმომადგენელი დაესწრო.

„მე ძალიან ვაფასებ ყველა მონაწილეს, რომლებიც ქართული ღვინის დეგუსტაციას ესწრებიან. საქართველო არის ღვინის სამშობლო, სადაც 525 ადგილობრივი ვაზის ჯიშია. ისევე როგორც იაპონური სამზარეულო, ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიაც შესულია „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ჩვენ მომავალ წელსაც გავაგრძელებთ ქართული ღვინის მარკეტინგულ აქტივობებს საქართველოში“ - აღნიშნა ღვინის მაგისტრმა.

კენიჩი ოჰაშიმ, რომელიც  „ქართული ღვინის ელჩია“ იაპონიაში, ადგილობრივ პროფესიონალებს 7 დასახელების ქართული ღვინო წარუდგინა: „რქაწითელი სუპერიორი 2015“ (შატო მუხრანი), „რქაწითელი 2016“ (ორგო), „მწვანე 2015“ (შუმის ხაზი „იბერიული“), „მწვანე 2016“ (მეღვინეობა ვაზიანის ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“), „საფერავი 2016“ (გიუაანი), „მუკუზანი 2014“ (შუმის ხაზი „იბერიული“) და  „საფერავი 2015“ (შალაურის მარანი).

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 170 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 68%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.