საჭირო მასალა: 1 მწიფე ავოკადო, 1 პატარა წითელი ხახვი, 2 ცალი პამიდორი, 1 პატარა კონა ქინძი, 3 ს.კ. ლიმონის წვენი, 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 10 მარცვალი ქინძის თესლი, 15 მარცვალი მწვანე პილპილი, 1 ცალი წიწაკა ჩილი, 1 ს.კ. პაპრიკა, 2 ცალი ქათმის მკერდი, მარილი - გემოვნებით.
მომზადება: მარინადისთვის ავურიოთ დანაყილი პილპილისა და ქინძის მარცვლები, წვრილად დაჭრილი ჩილი, პაპრიკა და 2 ს.კ. ზეთი. ეს ნარევი ქათმის ნაჭრებს წავუსვათ და ჭურჭელში მოვათავსოთ.
ხორცი მთელი ღამით შევდგათ მაცივარში. ავოკადო წვრილად დავჭრათ, ხოლო ხახვი და პამიდორი – ნახევარწრეებად. ქინძი წვრილად დავჭრათ. დაჭრილი პროდუქტები ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი, დავასხათ ლიმონის წვენი და 2 ს.კ. ზეთი. ხორცი მარინადიდან ამოვიღოთ და 2 წუთის განმავლობაში ზეთდასხმულ ტაფაზე, მაღალ ტემპერატურაზე შევწვათ. შემდეგ ჩავდოთ ფორმაში და წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. ხორცი მივირთვათ მომზადებულ სალათასთან ერთად.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი