Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მუშუ ღორის ხორცის გულსართით

საჭირო მასალა: 30 გ გამშრალი სოკო, 450 გ ღორის ხორცის ფილე, 100 გ წვრლად დაჭრილი ნიახური, 170 გ პეკინური კომბოსტო, 3 ცალი კვერცხი, 1 ჩ.კ. მარილი, 4 ს.კ. ზეთი, 2 ცალი მწვანე ხახვი, 1 ს.კ. სოიის სოუსი, 2 ჩ.კ. თეთრი მშრალი ღვინო, რამდენიმე წვეთი სეზამის ზეთი, 12 ნაჭერი თხელი ლავაში.

მომზადება: სოკო  დავალბოთ, შემდეგ კი ჩავყაროთ წყალში და მოვხარშოთ. ღორის ხორცის ფილე პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ტაფაზე დავასხათ ზეთი და შიგ მოვშუშოთ ხორცის ნაჭრები. როდესაც ხორცი დაიბრაწება, დავუმატოთ მოხარშული სოკო, ნიახური, დაჭრილი პეკინური კომბისტო და მწვანე ხახვი. ვურიოთ და ვშუშოთ 2-3 წუთის განმავლობაში. გულსართს შევურიოთ მარილი, სოიის სოუსი, ღვინო და კიდევ 2-3 წუთი ვშუშოთ. გულსართს დავასხათ გათქვეფილი კვეცხი და კარგად ავურიოთ, დავაწვეთოთ სეზამის ზეთი, კარგად ავურიოთ და 1 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან. როდესაც გულსართი ოდნავ შეგრილდება, გავახვიოთ ლავაშის ფენებში და ისე მივირთვათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.