Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კურდღელი მდოგვითა და ახალი კარტოფილით

საჭირო მასალა: 1,5 კგ კურდღლის ხორცი, 300 გ ხახვი, 4 ს.კ. ზეთი, 150 მლ შამპანური, 400 მლ ქათმის ბულიონი, 600 გ ახალი კარტოფილი, 400 გ ტკბილი წიწაკა, 1 კონა კამა, 1 კონა ოხრახუში, 2 ს.კ. მდოგვი, 0,5 ჩ.კ. კურკუმა, 200 გ სქელი ნაღები, 2 ს.კ. კარტოფილის სახამებელი, 1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით. 

მომზადება: ხორცი დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და ხახვთან ერთად 1 ს.კ. ზეთში მოვშუშოთ, დავასხათ შამპანური, ქათმის ბულიონი და 1 საათის განმავბლობაში საშუალო ტემპერატურაზე ვშუშოთ. სანამ ხორცი იშუშება, კარტოფილი გავასუფთავოთ, ნახევრად მოვხარშოთ და შუა-შუა დაჭრილ წიწაკასთან ერთად ზეთში შევწვათ. მწვანილი წვრილად დავჭრათ, შევურიოთ ნაღები, მდოგვი, კურკუმა, სახამებელი, მარილი და წიწაკა. როდესაც კურდღელი მომზადდება, ამოვიღოთ ქვაბიდან, დარჩენილი წვენი დავამატოთ  მწვანილის, ნაღებისა და მდოგვის ნარევს, ჩავასხათ პატარა ზომის სქელძირიან ქვაბში, და დაბალ ცეცხლზე დავდგათ, თან ვურიოთ. როცა წამოდუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. კურდღლის ხორცს შემოვუწყოთ შემწვარი ბოსტნეული და მოვასხათ სოუსი. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.