საჭირო მასალა: 1 კგ რბილი ღორის ხორცი, 1 კვერცხის გული, 0,5 ჩ.კ. დაფქული ჯანჯაფილი, 1 ს.კ. თაფლი, 2 კბილი ნიორი, 3 ს.კ. ვერმუტი, 1 ს.კ. მარცვლოვანი მდოგვი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
მომზადება: ხორცი გავრეცხოთ და ხელსაწმენდით შევამშრალოთ. ნიორი თხლად დავჭრათ. ხორცი დავჩხვლიტოთ და დაჩხვლეტილ ადგილებში ნიორი ჩავუტენოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. კვერცხის გულში ავურიოთ მდოგვი, თაფლი, მარილი და წიწაკა. ღუმელი 200 გრადუსამდე გავახუროთ. ხორცი მოვათავსოთ ღრმა საცხობ ფორმაში ან ტაფაში და ზემოდან ფუნჯით წავუსვათ კვერცხის გულისა და თაფლის ნარევი. ხორცი შევდგათ აირღუმელში, 20 წუთში გამოვიღოთ და დავასხათ 3 ს.კ. ვერმუტი, ისევ შევაბრუნოთ ღუმელში და კიდევ 40 წუთი დავაყოვნოთ. შიგადაშიგ მოვასხათ თავისივე წვენი.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი