Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფრინველის ფილე მოტკბო-მომჟავო სოუსში

საჭირო მასალა: 300-350 გ ფრინველის ფილე, 1 ცალი წითელი ტკბილი წიწაკა, 125 გ სტაფილო, 1 თავი წითელი ხახვი, 5 გ ნედლი ჯანჯაფილი, 175 გ დაკონსერვებული ანანასი, 1 ს.კ. ზეთი, 150 მლ ფორთოხლის წვენი, 1 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი, 75 მლ კეტჩუპი, 1 ს.კ. თაფლი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: ხორცი 2 სმ ზომის კუბებად დავჭრათ. წიწაკა ოთხად, ხოლო ხახვი – რვა ნაწილად გავჭრათ. სტაფილო და ჯანჯაფილი გავხეხოთ. ანანასი გადავწუროთ და კუბებად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ხორცი, მოვაყაროთ მარილი და მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ. ხორცი ამოვიღოთ და ამავე ცხიმში ჩავყაროთ ხახვი, სტაფილო, წიწაკა და 3-4 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. დავუმატოთ ჯანჯაფილი და  ოდნავ მოვშუშოთ. ძმარი, ფორთოხლის წვენი, კეტჩუპი და თაფლი ავურიოთ და დავუმატოთ ტაფაზე ინგრედიენტებს. ვშუშოთ 1 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ხორცი და ანანასი. კერძი საშუალო ტემპერატურაზე 5 წუთის განმავლობაში ვშუშოთ, დავუმატოთ მარილი და წიწაკა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული