Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ძროხის ღვიძლის ტერინი

საჭირო მასალა: 1 კგ ძროხის ღვიძლი, 3 კვერცხი, 2 კბილი ნიორი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 0,5 ჭიქა გარჩეული ფუსტუღის თხილი, 250 გ ბეკონი, 0,5 ჭიქა წყალი, მარილი, პილპილი – გემვნებით.

მომზადება: ღვიძლი გავრეცხოთ, დავჭრათ და ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გავატაროთ. დაფნის ფოთოლი დავფქვათ. კვერცხი გავთქვიფოთ, ნიორი კი წვრილად დავჭრათ. გატარებულ ღვიძს შევურიოთ კვერცხი, დაფნის ფოთოლი, ნიორი, ფუსტუღის თხილი, მარილი პილპილი და კარგად ავურიოთ. საცხობ ფორმაში ჩავფინოთ ბეკონის გრძელი, თხელი ნაჭრები, ზედ მოვათავსოთ ღვიძლის მასა და გამოვაფინოთ ბეკონის ნაჭრები. ფორმას გადავაფაროთ ფოლგა და ჩავდოთ თუნუქის ფორმაში, რომელშიც უნდა იყოს ჩასხმული 0,5 ჭიქა წყალი. ტერინი შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და დახლოებით 45 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. მზა კერძი ფორმიდან ამოვიღოთ, მაცივარში გავაციოთ და საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული