Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოსპის წვნიანი (Masoor Dhal)

საჭირო მასალა: 2 ჭიქა წყალი, 0.5 ჭიქა წითელი ოსპი, 1 თავი წითელი ხახვი, 1 ს.კ. ქოქოსის რძე, 1 ჩ.კ. კურკუმა, 2 ს.კ. ერბო, 0.5 ჩ.კ. ძირა, 0.5 ჩ.კ. ხმელი ქინძი, 0.5 ჩ.კ. დაფქული ცხარე წიწაკა, 2 კბილი ნიორი, 1 ს.კ. დაკეპილი ჯანჯაფილი, მარილი - გემოვნებით.

მომზადება: ოსპი და კურკუმა ჩავყაროთ ქვაბში და ცეცხლზე მოვატაროთ, დავასხათ წყალი და ნელ ცეცხლზე ვხარშოთ 15-20 წუთი. ძირა და ხმელი ქინძი ოდნავ მოვხალოთ და დავნაყოთ. საშუალო ტემპერატურაზე ერბოში მოვშუშოთ ჯანჯაფილი, წიწაკა, ნიორი. 1 წუთის შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი ხახვი. ხახვის დარბილების შემდეგ დავამატოთ დაფქული სანელებლები და ერთად მოვშუშოთ 2 წუთის განმავლობაში. მოშუშული მასა დავუმატოთ მოხარშულ ოსპს, დავასხათ ქოქოსის რძე, გავუწყოთ მარილი და ვადუღოთ 2 წუთი. სურვილისამებრ, წვნიანი შეიძლება ბლენდერშიც გაითქვიფოს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული