Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ძველი რეცეპტი ლუდის მოყვარულებს კრიზისისგან იხსნის

მუქი ლუდის ძველი რეცეპტი, რომელიც იორკშირის საგრაფოს არქივებში აღმოაჩინეს, შესაძლებელია ლუდის ბრიტანელ მოყვარულებს მხსნელად მოევლინოს. საქმე ისაა, რომ რეცეპტი, რომელიც 1825 წლით არის დათარიღებული, თეორიულად ძალიან იაფფასიანი ლუდის დამზადების საშუალებას იძლევა - 1 პინტი სულ რაღაც 11 პენსად. იაფი ლუდის რეცეპტი მეწარმე თომას დენტონს ეკუთვნის, რომელიც იორკშირის საგრაფოში XIX საუკუნეში ცხოვრობდა. ყაირათიან ბრიტანელს პაბებში ფულის ხარჯვა არ სურდა და ამიტომ ლუდს თვითონ ამზადებდა. საკუთარი წარმოების პორტერის რეცეპტი დენტონმა უბის წიგნაკში ჩაწერა, რომელიც სულ ახლახან, არქივის გადახედვისას აღმოაჩინეს. დენტონის რეცეპტით იაფი ლუდის დამზადების სურვილი შეიძლება დღესაც გაუჩნდეს რომელიმე ხელმომჭირნე ბრიტანელს, თუმცა, სპეციალისტების თქმით, უცნობია, რა სიმაგრისა და თვისებების მქონე იქნება ამგვარი ლუდი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული