Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბიოდინამიკური ღვინის მწარმოებელი დააჯარიმეს

ბიოდინამიკური ღვინის მწარმოებელ ემანუელ ჟიბულოს 30,000 ევროს გადახდა და 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა იმის გამო, რომ არ დაამუშავა ვაზი სპეციალური პრეპარატებით და თავიდან არ აიცილა დაავადება flavesence dorée. ჟიბულო გაასამართლეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული დირექტივების შეუსრულებლობისთვის, რომლებიც ვაზის პარაზიტი მწერის - scaphoideus titanus-თან საბრძოლველად არის დადგენილი. მწერმა, რომელიც ინფექციურ დაავადება flavesence dorée-ს ავრცელებს, უკვე საკმაო ზარალი მიაყენა ვენახებს მთელი საფრანგეთის მასშტაბით, ბურგუნდიას კი 2011 წელს შეუტია. თავის მხრივ, ჟიბულო თავს ასე იმართლებს: "მამაჩემმა ორგანულ მევენახეობაზე გადასვლა 1970-იან წლებში დაიწყო და ახლა ჩვენ მთლიანად ორგანული და ბიოდინამიკური მეურნეობა გვაქვს. მე არ მინდა, რომ ვენახების შეწამვლით წყალში ჩავყარო ათწლეულების საქმე. უპასუხისმგებლო არ ვარ, მაგრამ არც რადიკალი ვარ. უბრალოდ არ მჯერა იმის, რომ ვენახის სისტემატური შეწამვლა, მაშინაც კი, როდესაც დაავადების ნიშნები არ არსებობს, გამოსავალია. მე მინდა ხალხს დავუმტკიცო, რომ სხვა გზაც არსებობს, რადგან უპირველესად საკუთარ და კლიენტების ჯანმრთელობაზე ვზრუნავ."

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული