Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხაჭოსა და ნაღების ნამცხვარი კომშით

საჭირო მასალა: ცომი - 100 გ კარაქი, 2/3 ჭიქა შაქარი + 2 ს.კ., 2 კვერცხის გული, 1 კომში, 0,5 ჩ.კ. სოდა, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 200-250 გ ფქვილი, მწიკვი ვანილი.

ხაჭოს მასა - 2/3 ჭიქა შაქარი, 200 გ ხაჭო, 0,5 ჭიქა (120 მლ) ნაღები (30-33%), 2 კვერცხი, 1,5 ს.კ. ფქვილი, ფორთოხლის ცედრა – მოსართავად.

მომზადება: კომში გავფცქვნათ, თხლად დავჭრათ და ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაფაროს, დავაყაროთ 2 ს.კ. შაქარი და დავდგათ ცეცხლზე თავდახურული. ვხარშოთ მანამ, სანამ არ დარბილდება. დარბილებული კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები, ლიმონის წვენში არეული სოდა, ვანილი და ფქვილი. უნდა მივიღოთ ფხვიერი ცომი. გავაბრტყელოთ და 25X18 სმ ზომის ფორმაში მოვათავსოთ. გავუკეთოთ გვერდები და ჩანგლით დავჩხვლიტოთ. ფორმა  შევდგათ მაცივარში, სანამ ხაჭოს მასას მოვამზადებთ. მოხარშული კომში გადავიტანოთ საწურზე, რომ სითხისგან დაიწრიტოს. ნაღები კარგად ავთქვიფოთ, კრემისებრი მასის მიღებამდე.

ცალკე ავთქვიფოთ ხაჭო და შაქარი და შევურიოთ ნაღებს. შევათქვიფოთ კვერცხი და ფქვილი. მაცივრიდან გამოვიღოთ ცომჩაფენილი ფორმა, შიგ მოვათავსოთ ჯერ კომში, შემდეგ ხაჭოს გულსართი და გამოვაცხოთ წინასწარ 180-190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 50 წუთი. ნამცხვარი მზადაა, როდესაც ფხვიერი ფენა გაოქროსფრდება, გულსართი კი შეიკვრება. ნამცხვრის ნაჭრები მოვრთოთ ფორთოხლის ცედრით.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.