Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბატკნის ჩიხირთმა

საჭირო მასალა: 1 კგ. ბატკნის ხორცი, 3 კვერცხი, 2-3 თავი ხახვი, 150 გ. კარაქი, 3 ს.კ. ფქვილი, 2 კონა ქინძი, 1 კონა კამა, 1 კონა პიტნა, 2 ჩ.კ. ყვითელი კოჭა (კურკუმა), 2 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი, ძმარი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ბატკნის ხორცი დავჭრათ, დავასხათ დაახლოებით 3 ლ. წყალი და დავადგათ ცეცხლზე. ხარშვისას მოვქაფოთ. ხახვი დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ, ჩავუმატოთ კოჭა და ყვითელი ყვავილი. კვერცხი გავთქვიფოთ ცოტაოდენ ძმართან და ფქვილთან ერთად და დავუმატოთ იმდენი ბულიონი, რომ მივიღოთ თხელი არაჟნის სისქის მასა, წამოვადუღოთ და თან გამუდმებით ვურიოთ. ადუღების შემდეგ კვერცხისა და ფქვილის კრემისებურ ნაზავს შევურიოთ მოშუშული ხახვი, გავხსნათ დანარჩენ ბულიონში და წამოვადუღოთ, თან ვურიოთ. როდესაც მოდუღდება, დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. მარილი, პილპილი და ძმარი გავუწყოთ გემოვნებით. შესაძლებელია ნედლი პიტნა შევცვალოთ 2 ჩ.კ. მშრალი პიტნით.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული