Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფალსიფიცირებული Romanée-Conti

საფრანგეთის პოლიციამ ორი იტალიელი დააკავა, რომლებიც 2 მილიონი ევროს ღირებულების Romanée-Conti-ის ფალსიფიცირებასა და გასაღებაში არიან ეჭვმიტანილები.

საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა და ევროკავშირის პოლიციამ და სააგენტომ 16 ოქტომბერს ეჭვმიტანილი მამა-შვილი დააკავა. პოლიციამ გერმანიში, იტალიაში, ჰოლანდიაში, დიდ ბრიტანეთსა და კვიპროსზე 20-ზე მეტი სახლი და საწყობი გაჩხრიკა. ამ საქმესთან დაკავშირებით მათ კიდევ 7 ადამიანი დააკავეს და დაკითხეს, რომელთაც ბრალი ფალსიფიცირებული ღვინის დამზადება-გასაღებაში ედებათ, თუმცა მათი ბრალეულობა ჯერ კიდევ დამტკიცებული არ არის.

სამართალდამცავები იუწყებიან, რომ დღეისათვის ამოღებულია ფალსიფიცირებული ღვინის 400 ბოთლი, რომელთა საერთო ღირებულება 2 მილიონი ევროა. ფრანგების ცნობით, გამოძიება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, როცა Domaine de La Romanée-Conti-ს (DRC) მფლობელებმა პოლიციას საჩივრით მიმართეს, რომ ბაზარზე ფალსიფიცირებული DRC იყიდებოდა. ამ საჩივრის საფუძველზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო და ფალსიფიცირებული ღვინის 69 ბოთლს მიაკვლია. მონპელიეს ლაბორატორიაში ჩატარებულმა ანალიზმა ცხადყო, რომ ამ ბოთლებში ჩამოსხმული სასმელი არის “საშუალო ხარისხის, დაბალი ორგანოლეპტიკური მახასიათებლების, დაუდგენელი წარმომავლობის რამდენიმე ღვინის ნაზავი”. გამოძიების მსვლელობისას კი გაირკვა, რომ ეჭვმიტანილი მამა-შვილი მხოლოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე არ მოქმედებდა. პოლიციელთა თქმით, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა: გამოიკვეთნენ სხვა დამნაშავეებიც, იხსნება სხვა გზები და არხები, რომელთა საშუალებითაც ფალსიფიცირებული ღვინო მთელ ევროპაში საღდებოდა. პოლიციელების თქმით, ჯერჯერობით მათთვის უცნობია, კიდევ რამდენი ბოთლი ფალსიფიცირებული Romanée-Conti-ა ბაზარზე გამოტანილი.

საფრანგეთის მთავრობამ უკვე მოითხოვა იტალიელი მამა-შვილის ექსტრადირება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10-წლიანი პატიმრობა ელით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.