Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტორტი “ჩიტის რძე”

საჭირო მასალა: ცომისთვის - 3 ცალი კვერცხი, 100 გ შაქარი, 100 გ ფქვილი.

სუფლესთვის – 5 კვერცხის ცილა, 200 გ შესქელებული რძე, 100 გ კარაქი, 25 გ ჟელატინი, 120 მლ წყალი, 50 გ შაქარი, ვანილის შაქარი – გემოვნებით. მინანქრისთვის – 100 გ შავი შოკოლადი, 80 მლ 35%-იანი ნაღები.

მომზადება: კვერცხი და შაქარი ძალიან კარგად გავთქვიფოთ, დავამატოთ გაცრილი ფქვილი და მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაში. ვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავობაში.  სანამ ბისკვიტი შეგრილდება, მოვამზადოთ სუფლე: ცალკე გავთქვიფოთ დარბილებული კარაქი და შესქელებული რძე. ჟელატინს დავასხათ ცივი წყალი და დავდგათ გასაფუებლად, 30-40 წუთის შემდეგ კი დაბალ ცეცხლზე გავადნოთ.

კვერცხის ცილები ძალიან კარგად ავთქვიფოთ შაქართან და ვანილის შაქართან ერთად. ცილის მასას შევურიოთ დამდნარი ჟელატინი და შესქელებული რზის კრემი. ბისკვიტი გავჭრათ, შუაში მოვათავსოთ სუფლე და ზემოდან დავადოთ ბისკვიტის მეორე ნაწილი. შოკოლადი დავამტვრიოთ და ნაღებთან ერთად გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე. ტორტს გადავუსვათ შოკოოლადის მინანქარი და შევდგათ მაცივარში, რომ კარგად გამაგრდეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.