Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამარხვო ფუნთუშები

საჭირო მასალა: 250 მლ თბილი წყალი, 1 ჩ.კ. მშრალი საფუარი, 2 ს.კ. ზეთი, 3 ს.კ. შაქარი, 0,5 ჩ.კ. მარილი, 10 გ ვანილის შაქარი, 1 ს.კ. ქუნჯუთის მარცვლები ან ხაშხაში, 0,5 ჭიქა ქიშმიში, 2,5-3 ჭიქა ფქვილი.

მომზადება: ქიშმიშს დავასხათ ცხელი წყალი და 5 წუთი ასე გავაჩეროთ, რომ დალბეს. შემდეგ გადავწუროთ, გავაშროთ და 1 ჩ.კ. ფქვილთან ერთად ავურიოთ. თასში გავცრათ 1 ჭიქა ფქვილი, დავუმატოთ საფუარი, შაქარი, მარილი და ვანილი, ავურიოთ და წვრილი ნაკადით დავასხათ თბილი წყალი. თან ვურიოთ. ვამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ზელა განვაგრძოთ ზეთიანი ხელებით, დავუმატოთ ქიშმიში და დავდგათ, რომ აფუვდეს.

ცომი გადმოვიტანოთ ხის დაფაზე, გავაბრტყელოთ და წავუსვათ ზეთი. აქეთ-იქიდან გადმოვკეცოთ და გავაბრტყელოთ. ეს პროცედურა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ და კიდევ დავდგათ, რომ აფუვდეს. აფუებული ცომი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავაწყოთ ცხიმწასმულ ფორმაში და კიდევ 20 წუთი დავდოთ თბილ ადგილას. შემდეგ ზემოდან მოვაყაროთ ხაშხაში ან ქუნჯუთის მარცვლები და გამოვაცხოთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. როდესაც ფუნთუშები შეგრილდება, მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.