Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი “პირი-პირი” პორტუგალიურად

საჭირო მასალა: 1 ცალი ცხარე წიწაკა “პირი-პირი”, 4 ცალი წითელი “ჩილი”, 1 ლიმონის წვენი, 1 ს.კ. თეთრი ღვინო, 1 კბილი ნიორი, 1 ს.კ. პაპრიკა, 4 ცალი კანგაცლილი ქათმის მკერდი.

მომზადება: წიწაკები დავარჩიოთ, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ ლიმონის წვენი და 10 წუთით მოვათავსოთ ნელ ცეცხლზე. დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, ღვინო, პაპრიკა და მოვურიოთ, რომ სოუსი ერთგვაროვან მასად იქცეს.

ხორცი დავსეროთ რამდენიმე ადგილას, ამოვავსოთ სოუსით, დავაწყოთ ტაფაზე, დარჩენილი სოუსი მოვასხათ და 20-30 წუთით შევდგათ ღუმელში. სუფრასთან მივიტანოთ მწვანე ლობიოსთან, გამომცხვარ კარტოფილთან ან სხვა ბოსტნეულთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული