Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საუკეთესო ქართული ღვინოები ბრიტანული Standard UK-ის მიხედვით

ნიკ კლარკი ღვინის მწერალია, რომელიც ბრიტანულ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჟურნალში the Standard უკვე წლებია საინტერესო სტატიებს სთავაზობს მკითხველს. გასულ კვირას გამოქვეყნებულ სტატიაში ქართული რჩეული ღვინოების დახასიათებები გამოქვეყნდა, თუმცა იქამდე ავტორი ქართულ ვაზის ჯიშებზე წერს: “საქართველოს 525 ღვინის ჯიშიდან ძირითადად 50-ს იყენებენ, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი წითელი საღვინე ჯიშებია ალადასტური, ალექსანდროული, ჩხავერი, საფერავი, შავკაპიტო, თავკვერი და ოჯალეში. თეთრებისთვის კი ჩინური, ქისი, რქაწითელი, ციცქა, ცოლიკოური და მწვანე”.

სტატიაში სიუ დენიელსი, M&S-ის მეღვინეც საუბრობს: “როგორც მეღვინისთვის, ძალიან სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ მომხმარებელს მეღვინეობის უძველესი რეგიონის სტილი თანდათან უფრო და უფრო მოსწონს. ჩვენ დავინახეთ რეალური, მზარდი ინტერესი ქართული ღვინოების მიმართ მას შემდეგ, რაც შარშან პოპულარული Found-ის ასორტიმენტს ზაფხულში საფერავი და მწვანეც დავამატეთ. მოხარული ვარ, რომ ახლა ამაყად ვთავაზობთ მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოს განსაკუთრებით მათ, ვისაც უნიკალური ღვინის სტილი აინტერესებს.” - წერს პოპულარული Marks and Spencer-ის მეღვინე, რომელიც ქართულის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საინტერესო ღვინოებს სთავაზობს მომხმარებელს.

სტატიაში რჩეულ ქართულ ღვინოებს ვეცნობით, პირველ რიგში “თბილღვინოს” 2021 წლის რქაწითელზე წერენ - “მშვენიერი ქარვისფერი ღვინო მრგვალი ტექსტურით, გარგარისა და მსხლის არომატული ნოტებით ხასიათდება, აქვს ძლიერი სხეული, ძალიან უხდება ცხვრის კარგად შეკმაზულ კერძებს.”

ოროველას საფერავი” - ეს ღვინო შეზღუდული წარმოებითაა, ამიტომ მის ხელში ჩასაგდებად აუცილებლად უნდა იჩქაროთ. აქვს მაყვლისა და ალუბლის ინტენსიური არომატები და ხანგრძლივი დაბოლოება. ძალიან უხდება ხბოს კერძებს.

M&S found, საფერავი - “კახეთის ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან, საფერავისგან, საქართველოს განსაკუთრებული ღვინის ჯიშისგან დამზადებული ეს ღვინო ხასიათდება მკვეთრი ჟოლოსფერით, გემოზე იგრძნობთ მწიფე ალუბლისა და მაყვლის არომატებს, ფონად კი ვანილის ნოტებს.” - ვკითხულობთ სტატიაში.

შემდეგია “დუგლაძის” მუკუზანი, 2016 - წითელი ხილისა და კენკრის დელიკატური არომატებით გამორჩეულ ღვინოში აღმოაჩენთ ვანილისა და შავი პილპილის მდიდარ სურნელებსაც, ღვინო არის ძალიან საინტერესო, მუქი ალუბლის შეფერილობით.

სოლომნიშვილის #22”, საფერავი, 2018 - “ ეს საფერავი, რომელიც  საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მეღვინის დაწურულია, შეუძლებელია არ მოგეწონოთ. “კავკასიური მალბეკი” სრული არომატებით, სხეულითა და ხანგრძლივი დაბოლოებითაა გამორჩეული.” - წერს ავტორი.

შუხმან ვაინსი”, საფერავი, 2021 - თანამედროვე სტილის კახური წითელი საფერავი ძალიან ცოცხალი ღვინოა, მისი გემოს სიღრმე ქვევრში დუღილისა და დაძველების დამსახურებაა. აქვს მუხის, სანელებლებისა და ქლიავის სურნელება, განსაკუთრებით უხდება ხორციან კერძებს.

ფაფრის ველი”, რქაწითელი 3 ტერასა, 2019 - ეს რქაწითელი ძალიან მრგვალი არომატებით ხასიათდება, მასში შესამჩნევად იგრძნობა მწვანე ვაშლის ნოტები, არის შედარებით რბილი. “3 ტერასა” მის ჩამოსხმამდე განვლილ გზას, 3 ეტაპს აღნიშნავს.

ეთნო”, ორგანული ქვევრის საფერავი ბუდეშური, 2021 - “ეთნო არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან, სერტიფიცირებულ ორგანულ მარნებს შორის საქართველოში, რომელთაც დაცული ადგილწარმოშობის სტატუსი აქვთ. ორი მეგობრის მეღვინეობაა, რომლის მთავარი “სამკაული” სწორედ ეს ღვინოა, რბილი და კომპლექსური წითელი ღვინო დაბალანსებული სხეულითა და მჟავიანობით”

სტატიაში შემდეგი ღვინოების შესახებაც ვკითხულობთ: 

"დაქიშვილის” ქისი, პეტ-ნატი, 2021;

თელიანი ველი”, კახური no.8, 2020წ;

”მეღვინეობა პი”, საფერავი, 2021წ;

”ვისმინო” ქისი, ართანა. მათ დახასიათებას ვრცლად Standard uk-ში წაიკითხავთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული