Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი ლუდში

საჭირო მასალა: 700 გ ქათმის ხორცი, 250 მლ ღია ფერის ლუდი, 2 თავი ხახვი, 1 ჩ.კ. ხმელი რეჰანი, 3 კბილი ნიორი, 1 კონა ოხრახუში, მარილი, წითელი წიწაკა – გემოვნებით, ზეთი - მოსაშუშად. გარნირისთვის -  2 ჭიქა ბრინჯი, 4 ჭიქა წყალი ან ქათმის ბულიონი, 150 გ კარაქი, 0.5 ჩ.კ. კურკუმა, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: თასში ავურიოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ხორცი, დაჭყლეტილი ნიორი, ლუდი, რეჰანი, მარილი და 1 საათით გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე. ზეთში მოვშუშოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი, წიწაკა, პილპილი. ხორცი შევწვათ ზეთში. გამოსაცხობ ფორმაში მოვათავსოთ მოშუშული ხახვი, ზემოდან დავაწყოთ შემწვარი ქათმის ნაჭრები, დავასხათ ლუდის მარინადი და 30 წუთით შევდგათ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. გარნირისათვის სქელკედლებიან ქვაბში ჩავადნოთ კარაქი, ჩავყაროთ გარეცხილი და გადაწურული ბრინჯი და 2-3 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე, თან ვურიოთ.  დავამატოთ კურკუმა, დავასხათ 4 ჭიქა მდუღარე წყალი, მაშინვე დავუმატოთ მარილი და წიწაკა. თავზე დაავხუროთ და ვადუღოთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ქვაბს ტილო გადავაფაროთ, დავახუროთ სახურავი, შევფუთოთ ქაღალდებში ან ტილოში და გავაჩეროთ 10-15 წუთი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული