გამოქვეყნებულია: 5 მაისი, 2011 - 00:58
საჭირო მასალა: 3 ცალი კვერცხი, 100 გ შაქარი, 100 გ ფქვილი, 100 მლ რძე, 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი, 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი, 400 გ მარწყვი, შაქრის პუდრა – მოსაყრელად.
მომზადება: ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსამდე. პატარა ფორმებს წავუსვათ ცხიმი და შეიგ მოვათავსოთ მარწყვი კვერცხის ცილა და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ გულები. გათქვეფილ მასას ნელ-ნელა შევურიოთ ფქვილში არეული გამაფხვიერებელი და რძე. ცომი მოვათავსოთ მომზადებულ ფორმებში, შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. ამ დესერტში მარწყვის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ხილითაც.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი