Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართველები Real Wine Fair 2017–ზე

ფოტო: therealwinefair.com

რამდენიმე საათის წინ ლონდონში, Tobacco Dock-ში დასრულდა წლის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნატურალური ღვინის ფორუმი. Real Wine Fair–ზე კიდევ ერთხელ წარსდგნენ ბუნებრივი ღვინის მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლები და მათ შორის, ტრადიციულად, ქართველი მეღვინეებიც იყვნენ.

ქართული მარნებიდან იაგოს ღვინო, იბერიელი, ოქრო ღვინო, ჩვენი ღვინო და ხოხბის ცრემლები მონაწილეობდნენ და ტრადიციულად, ჩვენი ქვევრის ღვინოები კვლავაც ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც ნატურალური ღვინის ერთ–ერთმა ყველაზე დიდმა იმპორტორმა ევროპაში, Les Caves de Pyrène–ს წარმომადგენელმა თქვა კომენტარში, ქართული ღვინო განუწყვეტლივ აღმასვლას განიცდის, რისი მაგალითიცაა გასამმაგებული მოთხოვნა სხვადასხვა ღვინის მაღაზიებიდან და ბარებიდან, ეს კი გასული წლის მოსავლის ნატურალურ ქართულ ღვინოს საინტერესო მომავალს პირდება.

ყველაზე მეტი მონაწილე, როგორც ყოველთვის იტალიიდან და საფრანგეთიდან იყო. აქაური ღვინოებს უკვე კარგად იცნობენ ბრიტანელი მომხმარებლები, თუმცა უკვე ქართული ღვინოც საკმაოდ ცნობადია. გაიზარდა მონაწილეების რაოდენობა პორტუგალიიდან, აშშ–დან, გერმანიიდან და ავსტრიიდან. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ახალი ქვეყნებიც დაემატა მონაწილეებს – ყველაზე წარმომადგენლობითი დებიუტანტებს შორის სლოვენიის ჯგუფი იყო, ასევე უნდა აღინიშნოს ხორვატია, სლოვაკეთი, ჩეხეთი.

განსაკუთრებით სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ არაერთი მონაწილე და სტუმარი სპეციალურად ახალი ღვინის ფესტივალისთვის აპირებს ჩამოსვლას თბილისში, 13 მაისს.

შეგახსენებთ, Real Wine Fair 7–8 მაისს ჩატარდა ლონდონში.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული