Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გოგრის ნამცხვარი ფორთოხლით

საჭირო მასალა: 600 გ გოგრა, 250 გ დარბილებული კარაქი, 250+150 გ შაქარი, 1 შეკვრა ვანილის შაქარი, მარილი, 6 ცალი კვერცხი, 500 გ ფქვილი, 1 შეკვრა გამაფხვიერებელი ფხვნილი, 2-3 ცალი წვნიანი ფორთოხალი, 3-4 ცალი ლიმონი.

მომზადება: გოგრის რბილობი დავჭრათ, დავასხათ 100 მლ წყალი და თავდახურული ცეცხლზე დავდგათ. როდესაც დარბილდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვიღოთ და ბლენდერით დავაქუცმაცოთ. კექსის ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაფრქვიოთ ფქვილი. ღუმელი 170 გრადუსზე გავაცხელოთ. კარაქი, შაქარი, ვანილის შაქარი, მწიკვი მარილი კარგად ავთქვიფოთ. შევათქვიფოთ კვერცხი, ფქვილი და გამაფხვიერებელი ფხვნილი. ცომს შევურიოთ გოგრის რბილობი და ღუმელში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ვაცხოთ. მზა ნამცხვარი 20 წუთი გავაჩეროთ ფორმაში და შემდეგ გადმოვიღოთ. ფორთოხალი და ლიმონი გამოვწუროთ. დაახლოებით 300 მლ წვენს დავუმატოთ 150 გ შაქარი და მოვხარშოთ სქელი სიროფი. ფორმიდან გადმოღებული თბილი ნამცხვარი  დავჩხვლიტოთ და მოვასხათ სიროფი. ნამცხვარს ძალიან უხდება გათქვეფილი ნაღები ან არაჟანი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული