Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფორთოხლის პარფე ჟოლოთი

საჭირო მასალა: 1 ცალი ფორთოხალი, 3 ცალი კვერცხი, 100 გ შაქარი, 100 მლ ფორთოხლის წვენი, 200 გ გათქვეფილი ნაღები, 300 გ გაყინული ჟოლო, 0,5-1 ს.კ. სახამებელი, შაქრის პუდრა – მოსართავად.

მომზადება: ფორთოხალს მოვაცალოთ ცედრა. რბილობს მოვაცალოთ თეთრი კანი ისე, რომ რბილობი არ დაზიანდეს. ცედრა ცალკე შევინახოთ. ფორმაში ჩავაფინოთ ფოლგა. კვერცხი, 75 გ შაქარი და 100 მლ ფორთოხლის წვენი ორთქლის აბაზანაზე დავდგათ და ვთქვიფოთ. როდესაც შესქელდება, გადმოვდგათ, შევაგრილოთ და კიდევ გავთქვიფოთ. ცალკე გავთქვიფოთ ნაღები და შევურიოთ მომზადებულ კრემს. ფორთოხლის რბილობი მოვათავსოთ ფორმის ძირზე, ზედ გადავანაწილოთ გათქვეფილი მასა, ზემოდანაც ფოლგა გადავაფაროთ და 4 საათის განმავლობაში საყინულეში მოვათავსოთ.  კენკრის ნახევარი, 1 ს.კ. შაქარი და 5-6 ს.კ. წყალი წამოვადუღოთ. ავურიოთ 1 ს.კ. სახამებელი და წყალი, დავასხათ კენკრას   და წამოვადუღოთ. დავუმატოთ დანარჩენი ჟოლო. პარფე დავჭრათ ნაჭრებად  და მოვასხათ ცხელი ჟოლოს სოუსი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.