Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

5 საუკეთესო კოქტეილი ვალენტინობის დღისთვის

კოქტეილი ,,სექსი პლაჟზე’’

30 მლ არაყი

30 მლ ატმის შნაპსი

60 მლ ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი

60 მლ შტოშის წვენი

ხილი - გასაფორმებლად

შეიკერის ორი მესამედი ყინულით შეავსეთ. დაუმატეთ არაყი, ატმის შნაპსი, ფორთოხლისა და შტოშის წვენები. კარგად შეანჯღრიეთ. სასმელი ყინულის კუბებით ნახევრამდე სავსე  ჭიქაში გადაწურეთ.

ხილის პატარა ნაჭრები (ატამი, მარწყვი, ანანასი, ჟოლო ან ყურძენი) წამოაცვით ხის ჩხირზე და ზემოდან  დაადეთ კოქტეილის ჭიქას.

 

კოქტეილი ,,ცისფერი ლაგუნა’’

60 მლ არაყი

45 მლ ცისფერი კურასაო

15 მლ ლაიმის ახალგამოწურული წვენი

ლიმონის გაზიანი წყალი - ჭიქის შესავსებად

კოქტეილის ალუბალი - გასაფორმებლად

ყინულის 4-6 კუბი ჩაყარეთ ღვინის მოზრდილ ბოკალში. დაუმატეთ არაყი, ცისფერი კურასაო და ლაიმის წვენი. შეავსეთ ჭიქა ლიმონის გაზიანი წყლით. კოქტეილი გააფორმეთ ალუბლით და მიირთვით.

 

კოქტეილი ,,თეთრი მიხაკი’’

60 მლ არაყი

45 მლ ლიმონის ახალგამოწურული წვენი

30 მლ ანანასის წვენი

გაზიანი წყალი - ჭიქის შესავსებად

4-6 ყინულის კუბი ჭიქაში ჩაყარეთ. დაასხით არაყი და ლიმონისა და ანანასის წვენები. მოურიეთ. დაუმატეთ გაზიანი წყალი და გემრიელად მიირთვით.

 

კოქტეილი ,,ტეკილა სანრაიზი”

45 მლ თეთრი ტეკილა

90 მლ ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი

30 მლ ლაიმის ახალგამოწურული წვენი

15 მლ გრენადინი

ფორთოხლის ნაჭერი და ალუბალი - გასაფორმებლად

შეავსეთ შეიკერის ორი მესამედი ყინულით. დაუმატეთ თეთრი ტეკილა, ფორთოხლისა და ლაიმის წვენები. კარგად შეანჯღრიეთ. გადაწურეთ  ჭიქაში. დაუმატეთ ყინულის კუბები. ზემოდან  მოასხით გრენადინი. არ მოურიოთ. კოქტეილში ფორთოხლის ნაჭერი და ალუბალი ჩააგდეთ.

 

კოქტეილი ,,მიმოზა”

90 მლ ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი

შამპანური (მშრალი), კარგად ჩაცივებული - ჭიქის შესავსებად

1 დეში კუანტრო

მარწყვი - გასაფორმებლად

შამპანურის ჭიქაში ჩააგდეთ ყინულის 3-4 კუბი. დაუმატეთ ფორთოხლის წვენი. ზემოდან დაასხით შამპანური. დაუმატეთ კუანტრო და  მოურიეთ. კოქტეილი მარწყვით გააფორმეთ და გემრიელად მიირთვით.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული