Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

,,ტერრა მადრეს” დღე

10 დეკემბერს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას” ოფისში ,,ტერრა მადრეს” დღე აღინიშნა. მიმდინარეობა SLOW FOOD-ის შესახებ ჩვენი გაზეთის ერთ-ერთ ნომერში დაწვრილებით ვწერდით. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია SLOW FOODიტალიელი ჟურნალისტის, კარლო პეტრინის ინიციატივით დაარსდა. ორგანიზაცია ორ წელიწადში ერთხელ აწყობს ღონისძიებას, რომელსაც ,,ტერრა მადრე” ეწოდება და მთელი მსოფლიოდან უამრავ გლეხსა თუ მეურნეს უყრის თავს იტალიაში. წელს, ოქტომბრის თვეში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ქართველი მეღვინეებიც ესწრებოდნენ, ქართული ქვევრის ნატურალური ღვინო გამორჩეულად საინტერესო გემოვნური თვისებებისა და უმნიშვნელოვანესი ისტორიული კონტექსტის მატარებელ პროდუქტად აღიარეს. ,,ელკანას” ოფისში შეკრებილ საზოგადოებას, უძველესი ქართული ტრადიციული კულტურების: ცულისპირას, ცერცვის, მუხუდოს კერძებთან და დოლის პურთან ერთად (რომელიც, უნდა აღინიშნოს, რომ იქვე, თონეში გამოცხვა), ქვევრის შესანიშნავი ღვინოების დაგემოვნების საშუალებაც მიეცა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული